უცხოური პრესა 18.05.2018

უცხოური პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

უცხოური პრესა 18.05.2018

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „AP“: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ  სამართლის და ყოველგვარი უფლებების დარღვევით, საერთაშორისო საზოგადოების იგნორირებას ახდენს.

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი: პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისტორია და კაცობრიობა პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობას არასოდეს დაივიწყებს.

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი: თურქეთმა,  გასული კვირის ბოლოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა დაგმო.

რუსული „Sputnik“-ის  ინტერნეტ საიტი: თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ წლის პირველ კვარტალში ტურისტების და შემოსავლის თვალსაზრისით რეკორდი დაამყარეს. მისივე თქმით მიმდინარე წელს 40 მილიონ ტურისტს და 32 მილიარდი  დოლარის ტურისტულ  შემოსავალს  ელოდებიან.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „Fars“: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ინგლისი პრემიერ ტერეზა მეისთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს,  ისრაელს ოკუპანტი და ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო „Euronews“:  პრეზიდენტმა ჯეჯეფ თაიფ ერდოღანმა ინგლისში ვიზიტის დროს პრემიერლიგაში მოთამაშე თურქ ფეხბურთელებიდან,  ჯენკ თოსუნს, მესუთ ოზილს და ილქაი გუნდოღანს შეხვდა.

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „Reuters“:  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლე ემინე ერდოღანს ინგლისში ვიზიტის დროს ბუკინგემის სასახლეში დედოფალი ელისაბედ II დახვდა.

გერმანული „DW“-ს ინტერნეტ გვერდი:  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროების მხრიდან პალესტინელების მკვლელობა მკაცრად დაგმო და ისრაელის ქმედებებს გენოციდი უწოდა.

ირანის „Parstoday“ რადიო და ინტერნეტ საიტი: ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან განხორციელებული მასიური მკვლელობის შემდეგ თურქეთმა ისრაელის ელჩი ანკარაში,  ეითან ნაეჰი სამშობლოში გაუშვა.

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ამერიკელ კოლეგა, მაიკ პომპეოს 4 ივნისს ვაშინგტონში შეხვდება.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „IRNA“: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განსაკუთრებით ღაზის სექტორში ჩადენილი ქმედებების გამო ისრაელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

 

 



მსგავსი ინფორმაციები