თურქული პრესა 13.07.2018
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ვკითხულობთ: ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანზე მისალმების დროს განაცხადა: „აი გამარჯვებული კაცი, ყველაზე კარგად და ადვილად მასთან ვთანხმდები“.
გაზეთ „Star“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ახალი პერიოდის პირველი პარლამენტის თავჯდომარე“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ისტორიაში ბოლო პრემიერმინისტრის სახელით შესული, ბინალი ილდირიმი ახალი საპრეზიდენტო სისტემის პირველი პარლამენტის თავჯდომარე გახდა.
გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ 324 სამგზავრო თვითმფრინავით მსოფლიოში ყველაზე დიდი ფლოტის მფლობელი თურქეთის ავიახაზები (THY) მიმდინარე წლის ბოლომდე კარგოს ფლოტში კიდევ სამი თვითმფრინავის შეძენას აპირებს რა, მისი რიცხვი 22-მდე გაიზრდება.
გაზეთი „Hürriyet“-ი იტყობინება, რომ 2018 წლის პირველი ნახევრის ტურიზმის ანგარიშის მიხედვით, იზმირში ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. იზმირში კი ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი გერმანიიდან ჩამოდის.
გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით ეგეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, სამედიცინო გენეტიკის კათედრის ლექტორმა დოქტორ, ჰუსეინ ონაიმ ახალშობილების გენეტიკის გამომკვლევი სისტემა დაამზადა. აღნიშნული სისტემით ახალშობილების გენეტიკური კვლევები უნდა ჩატარდეს რაც, მომაკვდინებელი დაავადებების განკურნვას შეუწყობს ხელს.