თურქული პრესა 18.06.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 18.06.2018

                                         

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, 18 ივნისი თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის დღეა და ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ მისალოც მესიჯში პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ სანაპირო დაცვის სარდლობა წარმატებული მუშაობით ყოველთვის რჩება თურქი ხალხის სიამაყის გრძნობად და ამასთან იგი გააგრძელებს თურქული შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და მოდერნიზაციას

Vatan-ი მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრის, ფარუკ ოზლუს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი სიამაყით აცხადებს, რომ სამამულე ავტომობილის წარმოება მართალია არ დაუწყიათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკვე დიდი პარტიებით შეკვეთებს იღებენ და როგორც კი სერიული წარმოება დაიწყება, მის საყიდლად დიდი რიგებიც დადგება

Sabah-ი უმუშევრებს ახარებთ, რომ თავდაცვის მრეწველობას დაქვემდებარებულ კოსმოსისა და აერონავტიკის სფეროში მომუშავე ანკარული ფირმებისათვის სპეციალიზებული ორგანიზებული ინდუსტრიული ზონის პროექტი უკვე მზად არის და ამ ზონაში უკვე ფართობი შეისყიდა 80-მდე ფირმამ, ხოლო კიდევ 40 ფირმასთან კი დამატებითი კონტრაქტი დაიდო რა, მის ფარგლებში ხსენებულ სამრეწველო ზონაში 15 ათასამდე კაცი დასაქმდება

“ტურისტებმა მერსინელები გაახარეს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: ამ რამაზანობის დღეებში ათასობით ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი ეწვია მერსინის მახლობლად მდებარე ქიზქალეს (ქალწულის კოშკის) რეგიონს, რომელიც გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის, UNESCO-ს  დროებითი მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის და აქაური სასტუმროები თუ პანსიონატები პირველად ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მთლიანად გაივსო რა, უადგილოდ დარჩენილები საქირაო ბინებში და კარვის ბანაკებში მიაგზავნეს

Yeni Şafak-ის კორესპონდენტი ხორვატიიდან იტყობინება, რომ ამ ქვეყნის საზღვაო საქმეთა, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მათმა თანამშრომლებმა ჯერ ადრიატიკის ზღვაში ჩაძირვის პირას მყოფი  თურქული სატვირთო გემის 13 წევრიანი ეკიპაჟი გადაარჩინეს, შემდეგ კი თვით გემიც იხსნეს ჩაძირვისაგან და იგი დამოუკიდებლად მცურავ პირობებში მოიყვანეს



მსგავსი ინფორმაციები