თურქული პრესა 17.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული  პრესა 17.04.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ  „Sabah“-ით, რომელშიც ყურადღება  პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ,  სტამბოლში მიმდინარე, გლობალური მეწარმეობის კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და  განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) ქვეყნები მეურვეობის ქვეშ ჰყავს აყვანილი. ერდოღანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა IMF-ს დავალიანება დოლარის ნაცვლად ოქროთი განხორციელდეს. „სამეწარმეო სულისკვეთების მქონე ქვეყნებს მოვუწოდებ, მათ მიერ შექმნილი ინსტიტუტები საუკეთესოდ შეიმუშაონ.  IMF-ს ჩამომყალიბებელი ვინ არიან? რა თქმა უნდა ეს ქვეყნები. მაგალითად მე,  G20-ის ქვეყნების სამიტზე მათ შევთავაზე, რომ დავალიანებები დოლარის ნაცვლად ოქროთი განხორციელდეს. რადგან დოლარი,  მსოფლიოზე დიდ ზეწოლას ახორციელებს. ამიტომ ქვეყნებმა და მოსახლეობამ ამ ზეწოლისგან უნდა გათავისუფლდნენ“, განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა,  დუმის თავდაცვის კომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე შერინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ეროვნული ინტერესების დასაცავად საჭიროა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი  აიღოს მაგალითად. მან ერთ-ერთ სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ინტერესების დასაცავად ერდოღანის მსგავსად არ მოიქცევიან, მაშინ აშშ-ს ზეგავლენის ქვეშ მოექცევიან.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავიშოღლუმ საფრანგეთის პრეზიდენტ,  ემანუელ მაკრონის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აშშ-ს, საფრანგეთის და ინგლისის მიერ სირიაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმით თურქეთი და რუსეთი დააშორეს ერთმანეთს, მისივე სიტყვებით უპასუხა. მაკრონმა აღნიშნული საკითხის შესახებ გაკეთებული განცხადების დროს ასევე დასძინა, რომ ანკარაში თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით გამართულ სამთა სამიტზე მასაც სურდა დასწრება მაგრამ ვერ მოახერხა. ჩავოშოღლუმ მაკრონს ასევე მოუწოდა, რომ პრეზიდენტის შესაფერისი განცხადება გააკეთოს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქული საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის ფირმამ (TUSAŞ/TAI) წარმოებული ორ ძრავიანი საბრძოლო თვითმფრინავი TF-X-ის პროექტი მალაიზიაში გამართულ „DS2018“ თავდაცვის გამოფენაზე წარადგინა. აღნიშნული ეროვნული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების 2030 წლიდან F-16-ში პერიოდულად ჩანაცვლება იგეგმება. თურქეთი ამით მსოფლიო მასშტაბით აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ მე-5 თაობის საბრძოლო თვითმფრინავის მწარმოებელი ტექნოლოგიის მქონე ქვეყანა უნდა გახდეს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ  თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შემავალმა  განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია UNESCO-მ 20 წლის წინ „ტროა“   მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში  შეიყვანა და ამ  20 წლის იუბილესთან დაკავშირებით   2018  წელი „ტროას წლად“ გამოცხადდა. ამ სფეროში განსახორციელებელი კულტურული ღონისძიებების სპონსორობა თურქეთის ავიახაზებმა (THY) იკისრა.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები