პრეზიდენტი ერდოღანი გაგაუზიის ავტონომიურ რეგიონში ჩავიდა

პრეზიდენტი ერდოღანი გაგაუზიის ავტონომიურ რეგიონში ჩავიდა

პრეზიდენტი ერდოღანი გაგაუზიის ავტონომიურ რეგიონში ჩავიდა

მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ კომრატში ჩასულმა პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა მოლდოვას პრეზიდენტ დოდონთან და გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის თავმჯდომარე ირინა ვლახთან შეხვედრების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.  

„მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ისევე როგორც წარსულში მომავალშიც ჩვენი ძმების გვერდით ვიქნებით. მაგრამ ჩვენს გვსურს ვიხილოთ გაგაუზიის მოლდოვასთან ერთად მხარდამხარ განვითარების მცდელობების გაგრძელება.“-აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ბედნიერები არიან მოლდოვასა და გაგაუზიის 1994 წლიდან დღემდე მშვიდობიანად თანაცხოვრების ნების გამოხატვით და დაამატა: „პატივცემული პრეზიდენტის იგორ დოდონისა და მთავრობის მხარდაჭერით, პატივცემული თავმჯდომარის და გაგუზ უფლებამოსილთა სიმტკიცით ავტონომიურობის სათანადოდ ფუნქციონირებისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შევთანხმდით.“


საკვანძო სიტყვები: გაგაუზია , ერდოღანი , პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები