საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში მოკვლევა ტარდება

11 საუდელი უფლებამოსილი სტამბოლში საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში შევიდა

საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში მოკვლევა ტარდება

2 ოქტომბერს გაუჩინარებული საუდელი ჟურნალისტ ჯემალ ხაშოგთან დაკავშირებული ფაქტის გამოსაძიებლად 11 საუდელი უფლებამოსილი სტამბოლში საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში შევიდა.

საცხოვრებელში შევიდნენ ხაშოგის გაუჩინარების გამოსაკვლევად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის თურქი უფლებამოსილებიც. პოლიცია და დანაშაულის ადგილის საგამოძიებო ჯგუფები საცხოვრებელში მოკვლევას ატარებენ. გუშინ საღამოს დაგეგმილი აღნიშნული პროცედურა გადაიდო.     

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ აღნიშნა, რომ საცხოვრებელში მოკვლევის ჩასატარებლად (საუდის მხარის) თანხმობა არსებობს, თუმცა დაწყებისთვის საერთო შეთანხმებას ელოდებიან.

საკონსულოს შენობაში პოლიციის მიერ ჩატარებული კვლევა გუშინ წინ საღამოს 9 საათი გაგრძელდა.

"Luminol"-ის მეთოდით სპეციალური შუქით განათების შემდეგ გამოყენებული სპეციალური ქიმიური ნივთიერების დახმარებით შენობაში დიდი რაოდენობით დნმ-ის უჯრედის ნიმუში ამოიღეს.

ნიმუშები იქნა აღებული საკონსულოს კანალიზაციიდან და მიწიდან, საკონსულოს ნაგვის კონტეინერები და ყუთები გამოსაკვლევად კრიმინალური პოლიციის ლაბორატორიაში გადაიტანეს.

ამავდროულად განცხადება გააკეთეს უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებმა და აღნიშნეს, რომ საუდის არაბეთის სტამბოლის კონსულის მუჰამედ ალ უტეიბის თურქეთიდან წასვლა ხელს არ უშლის მათ მუშაობას და ფაქტის გასახსნელად მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენენ.

საუდის არაბეთის კონსული სტამბოლში გუშინ თურქეთის დროით 17.00 საათზე სამშობლოში დაბრუნდა.

 


საკვანძო სიტყვები: საკონსულო , საუდის არაბეთი

მსგავსი ინფორმაციები