ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი წრეები დოლარის მაჩვენებლით,  ეკონომიკის მანიპულირებას ცდილობენ. ერდოღანმა ამის შესახებ დღეს, პრეზიდენტის სასახლეში განთავსებულ კულტურის ცენტრში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს დაესწრო. ერდოღანმა ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას დიდი ყურადღება ეკონომიკაზე გაამახვილა. მისი თქმით,  ზოგიერთი წრეები დოლარის მაჩვენებლით ეკონომიკურ მანიპულირებას ცდილობენ რა, ამ თვალსაზრისით მოსახლეობას მოუწოდა არ დაუჯერონ მათ, რათა თურქეთის ეკონომიკა წარმატებულ ზრდას განიცდის. პრეზიდენტმა თურქეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებისას ანგარიშსწორების  მხოლოდ ეროვნული ვალუტით განხორციელების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასაც შეეხო და დაამატა: „ამ ქვეყანაში აწი დოლარით და ევროთი ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება აღარ მოხდება. ამ ქვეყანაში მხოლოდ თურქული ლირა იმოქმედებს.“  

ერდოღანმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას,  რუსეთთან იდლიბის საკითხზე მიღწეული შეთანხმებასაც შეეხო და განაცხადა: „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის დროს იდლიბის საკითხი განვიხილეთ რა, მივაღწიეთ შეთანხმებას,  რომლის მიხედვითაც იდლიბში სისხლი აღარ დაიღვრება. ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ.“ თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას 2016 წლის 15  ივლისს მომხდარი გადატრიალების მცდელობაც გაიხსენა და მოსახლეობას  ამ ხუნტის წინააღმდეგ გმირული გამოსვლის გამო კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები