ალბაირაქი ფრანგ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

მათ შორის პირისპირი შეხვედრა 27 აგვისტოს პარიზში შესდგება

ალბაირაქი ფრანგ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

 

თურქეთის სახაზინო და ფინანსთა მინისტრი, ბერათ ალბაირაქი საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მაირეს ტელეფონით ესაუბრა.

შეხვედრაზე აშშ-ს მხრიდან თურქეთზე დაწესებული სანქციების წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედების და თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამერიკული სანქციების წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები.

ალბაირაქმა კმაყოფილება გამოთქვა და ამასთან მადლობა გადაუხადა საფრანგეთს თურქეთის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელებისთვის.

მინისტრებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და პარტნიორობა კიდევ უფრო გააღრმავონ და გააფართოონ.

სატელეფონო საუბარში მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პირისპირი შეხვედრა მათ 27 აგვისტოს პარიზში ჩაატარონ



მსგავსი ინფორმაციები