პრეზიდენტმა ელჩებს სიტყვით მიმართა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში ელჩების რიგით მეათე კონფერენციაში მონაწილეთათვის გამართულ სადილზე დამსწრეებს მიმართა

პრეზიდენტმა ელჩებს სიტყვით მიმართა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში ელჩების რიგით მეათე კონფერენციაში მონაწილეთათვის გამართულ სადილზე დამსწრეებს მიმართა.

პრეზიდენტის თქმით, ბოლო წლებში თურქეთის მიერ მიღწეული საერთაშორისო გამარჯვებების გამო, ბოლო დროს ისევ როგორც სხვა სფეროებში მის ეკონომიკაზეც ზეწოლა ხორციელდება.

„2013 წელში გეზის მოვლენებით დაწყებული 17/25 დეკემბრის სასამართლო გადატრიალების მცდელობით გაგრძელებული, 2016 წლის 15 ივლისს გადატრიალების მცდელობით შემდგომ ეტაპზე გადაყვანილი თავდასხმები ნათელია, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ გაგრძელდება... მზად უნდა ვიყოთ ამ თავდასხმების სხვადასხვა ფორმების წინააღმდეგ, რომელთა სამიზნეც თურქეთის დამოუკიდებლობა, ეკონომიკური ინტერსები, ეროვნული ღირსებაა. ბოლო წლებში ტერორის, ეკონომიკური მანიპულაციების და რიგი ოპერაციების, რომელთა ქვეშაც ჩვენ აღმოვჩნდით, ნამდვილი მიზეზი ჩვენი ეროვნული ინტერესების კუთხით უკომპრომისო დამოკიდებულება გახლდათ.“

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ტერორგანიზაციების ხელით თამაში მოკლე დროში გაშიფრეს და წინ აღუდგენენ და დაამატა: „სირიაში დაეშ-თან ბრძოლის მომიზეზებით ჩვენს გარშემო ტერორის დერეფნის შექმნის უფლება არ მივეცით.“

მისივე თქმით, ამ შემოტევების წინააღმდეგ სათანადო ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებენ და თურქეთის ეკონომიკის დინამიკა ჯანსაღი, ძლიერია და ასევე გაგრძელდება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ პროცესში თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის წესებში კომპრომისზე არ წავა.

 



მსგავსი ინფორმაციები