ქალინმა მესიჯი გაავრცელა

“როგორც პუტჩის მცდელობისას გავიმარჯვეთ, ახლაც გავიმარჯვებთ“

ქალინმა მესიჯი გაავრცელა

თურქეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა სოციალურ ქსელ, Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში შეფასება მისცა რა აშშ-ს მხრიდან თურქეთისადმი სანქციების დაწესებას და მის კვალობაზე ეროვნული ვალუტის, ლირის გაუფასურებას, აღნიშნა, რომ ვერავითარი დაშინებით, მუქარით, სანქციებით, ვერავითარი ოპერაციებით თურქეთს ვერ დააჩოქებინებენ. “2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობისას ყველას ეგონა, რომ თურქეთს ბოლო მოეღო, ყველაფერი გათავდა, დაამარცხეს, დასცეს, მაგრამ, ყველანი მოტყუვდნენ, თურქეთი ვერ დააჩოქეს, ვერ გატეხეს ხალხის ნება და როგორც მაშინ გავიმარჯვეთ, ახლა, ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ“, ხაზგასმით აღნიშნავს ქალინი



მსგავსი ინფორმაციები