ერდოღნმა სტატია გამოაქვეყნა New York Times-ში

“ანკარა ახალი მეგობრების და მოკავშირეების ძებნას დაიწყებს“

ერდოღნმა სტატია გამოაქვეყნა New York Times-ში

 

რეჯეპ თაიპ ერდოღანმა აშშ-თან დაწყებული დაძაბულობა ამერიკულ გაზეთ New York Times-სათვის მიწერილ სტატიაში შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ თუ, ვაშინგტონი ცალმხრივ და უპატივცემულობის ქმედებებს გააგრძელებს თურქეთის მიმართ და არ შეეცდება ამ ტენდეციის გამოსწორებას, მაშინ, ანკარა ახალი მეგობრების და მოკავშირეების ძებნას დაიწყებს.

"თურქეთი,  აშშ-თან დაწყებულ  კრიზისს როგორ ხედავს?", ასე ჰქვია ერდოღანის სტატიას და მასში აშშ-ს მოუწოდებს, პატივი სცეს თურქეთის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რათა რისკის ქვეშ არ დადგეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა.

ამავე სტატიაში ერდოღანი ამერიკას აფრთხილებს, რომ ვაშინგტონის ცალმხრივი ნაბიჯები ზიანს მიაყენებს თვით მის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

მანვე მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ანკარის მიმართ ბოლო წლებში გადადგმული ნეგატიური ნაბიჯები და აღნიშნა: "პენსილვანიაში მცხოვრებმა ფეტოს ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერმა ფეტულლაჰ გულენმა 2016 წლის 15 ივლისს პუტჩის მცდელობა გამოიჩინა, მაგრამ, მის წინააღმდეგ დადგა თურქი ხალხის ნება. ჩვენ ველოდით, რომ ამ მცდელობას დაგმობდა ვაშინგტონი და ანკარის ლეგიტიმური ხელისუფლების გვერდით დადგებოდა, მაგრამ, აშშ-მა არ დაგმო ფეტოს მცდელობა, უფრო მეტიც, დღემდე არ მოახდინა მისი ლიდერის ექსტრადაცია. გარდა ამისა, ამერიკა, მოკავშირე და პარტნიორი თურქეთის ნაცვლად, სირიაში ქურთი ტერორისტების გვერდით დადგა და ყველანაირი დახმარება აღმოუჩინა PKK/YPG/PYD-ს რა, გათამამებულმა სეპარატისტებმა ამერიკული იარაღით  სირიაშიც და თურქეთშიც მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება დაიწყო, რის გამოც თურქეთი იძულებული გახდა ქურთი ტერორისტების ძალადობის შესაჩერებლად ჯერ “ევფრატის ფარის“ და შემდეგ “ზეთისხილის რტოს“ სახელწოდებების სამხედრო ოპერაციები დაეწყო და აელაგმა მათი თარეში და ძალადობები. ამერიკა თურქეთის წინააღმდეგ გამოვიდა 1974 წელს კვიპროსის ოპერაციის დროსაც და ბერძნების გვერდზე დადგა, მაშინაც ანკარამ თვით მოიჭრა თავისი ჭიპი და თავისი კვიპროსელი თანამემამულეების უფლებები დაიცვა, ასე გაგრძელდება მომავალშიც, როცა თურქეთის ჰეგემონობას და სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრება, თვით გამოიტანს შესაბამის დადგენილებას და მის კვალობაზე იმოქმედებს“, აღნიშნულია ერდოღანის სტატიაში



მსგავსი ინფორმაციები