ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტი, რეჯებ თაიპ ერდოღანი, ტელეფონით ესაუბრა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს

ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტი, რეჯებ თაიპ ერდოღანი, ტელეფონით ესაუბრა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, ერდოღანი დღეს ქალაქ ბაიბურთიში ყოფნისას ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს და ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს.

ლიდერებმა კმაყოფილება გამოხატეს თურქეთ-რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დადებითი მსვლელობის, თავდაცვის მრეწველობასა და ენერგო სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელების გამო და ასევე განიხილეს სირიის კრიზისი და ასტანის პროცესი.



მსგავსი ინფორმაციები