ერდოღანმა სტატიები გამოაქვეყნა გაზეთ Hurriyet-ში და Sabah-ში

თურქებმა მსოფლიოს დემოკრატიის, ღირსების და პატივის დაცვის გაკვეთილი ჩაუტარეს

ერდოღანმა სტატიები გამოაქვეყნა გაზეთ Hurriyet-ში და Sabah-ში

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილი სტატიები გამოაქვეყნა გაზეთ Hurriyet-ში და Sabah-ში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 15 ივლისის ღამეს თურქი ხალხი არა მხოლოდ სამხედრო გადატრიალებას შეეწინააღმდეგა, არამედ, მთელს მსოფლიოს დემოკრატიის, ღირსების და პატივის დაცვის გაკვეთილიც ჩაუტარა რა, ამით   ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი სისხლიანი ღალატი, ერის მიერ გამოჩენილი გმირობითა და გამბედაობით შეაჩერა. “15 ივლისს, თურქმა ხალხმა არა მხოლოდ ფეტულლაჰის ტერორისტული ორგანიზაციის, პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის, FETO/PDY-ს გასცა მკაცრი და ნათელი პასუხი, არამედ, ყველა გადატრიალების მოსურნეებსაც“, აღნიშნავს ერდოღანი. მისივე სტატიით, ფეტოს ორგანიზაციის მოქმედება აიკრძალა მსოფლიოს 16 ქვეყანაში, ხოლო თვით თურქეთში კი მთლიანად განადგურების პირას მიიყვანეს და ამჟამად ამერიკასთან აგრძელებენ სამართლებრივ პროცესს, რათა პენსილვანიაში მცხოვრები FETO/PDY-ს ლიდერი ფეტჰულლაჰ გულენის თურქეთში ექსტრადაციას მიაღწიონ



მსგავსი ინფორმაციები