რამდენი სირიელი მიგრანტი აფარებს თურქეთს თავს?

რამდენი სირიელი მიგრანტი აფარებს თურქეთს თავს?

რამდენი სირიელი მიგრანტი აფარებს თურქეთს თავს?

მიმდინარე წლის ივნისის თვის მონაცემებით,  თურქეთში 3 მილიონ 570 ათას 352 სირიელი მიგრანტი იმყოფება.  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაქვემდებარებული მიგრაციის სამმართველოს მიგრანტთა ასოციაციამ  თურქეთში, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე ჩამოსული სირიელების რაოდენობა გამოაქვეყნა. მიგრანტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 216 ათას 890 სირიელი მიგრანტთა ბანაკებში ცხოვრობს, ხოლო 3 მილიონ 353 ათას 462 ქალაქებსა და რაიონებში. ამავე მონაცემებით ყველაზე მეტი სირიელი სტამბოლში ცხოვრობს, რომელთა რაოდენობაც 563 ათას 15 ადამიანია, ხოლო ყველაზე ნაკლები სირიელი ქალაქ, ბაიბურთში. თურქეთში მცხოვრები სირიელების შესახებ ერთ განცხადებას, მოსახლეობის და მოქალაქეობის საკითხთა გენერალური დირექტორატი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 2011 წლიდან დღემდე 55 ათას 583 სირიელმა მიიღო თურქეთის მოქალაქეობა. ამათგან 25 ათასის ასაკი 0-18 შორის მერყეობს.



მსგავსი ინფორმაციები