ქურთი სეპარატისტები უსაფრთხოების ძალებს ნებდებიან

პკკ-ას 5 წევრი თვით დანებდა თურქ ჯარებს

ქურთი სეპარატისტები უსაფრთხოების ძალებს ნებდებიან

 

შირნაკსა და მარდინში, სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს 5 წევრი, უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა. თურქეთის გენშტაბის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერაყის ჩრდილოეთიდან გამოქცეული 4 ქურთი სეპარატისტი შირნაკის ოლქის სილოპის რაიონში დანებდა უსაფრთხოების ძალებს.

ამავე ოლქის გუჯლუქონაქის რაიონში კი ერთი ხელნაკეთი ბომბი აღმოაჩინეს და იგი  უსაფრთხოების ძალების მიერ გაუვნებელყოფილ იქნა. ბეითულშებების რაიონში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაკავებულ იქნა 16 ეჭვმიტანილი, მათ შორის ერთი ქალი და სამი ფრანგი მოქალაქე.

ეს ოპერაცია ორგანიზებული იყო PKK/KCK-ს ტერორისტების მხარდამჭერების და მათთან მოთანამშრომლე პირების წინააღმდეგ. მარდინის ქიზილთეფეს რაიონში კი სირიიდან გამოქცეული 1 ქურთი სეპარატისტი დანებდა უსაფრთხოების ძალებს.



მსგავსი ინფორმაციები