ანტიტერორისტული ბრძოლა გრძელდება

ბოლო 1 კვირაში 76 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ანტიტერორისტული ბრძოლა გრძელდება

 

დიარბაქირის ოლქის სილვანის რაიონში სოფლის დაცვის მოხალისე თანამშრომლებსა და ქურთ ტერორისტებს შორის წარმოქმნილ შეტაკებაში 1 მოხალისე დაიღუპა, 1 დაიჭრა.

დიარბაქირის გუბერნიიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, შეტაკება წარმოიშვა შუაღამისას, როცა სილვანის კაშხლის მახლობლად მდებარე დასახლებას თავს დაესხნენ შეიარაღებული ტერორისტები და სოფლის 2 დამცველი  დაიჭრა რა, მათგან ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდის შეჰიდი გახდა.

ამავე განცხადებით, რეგიონში ოპერაცია გრძელდება

გარდა ამისა, გასულ კვირას, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული ოპერაციების დროს ლიკვიდირებულ იქნა 76 ტერორისტი, მათ შორის 3 სეპარატისტულ ტერ ორგანიზაციაში ე,წ, ლიდერთა პოზიციაზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება სირიის აფრინის რეგიონში წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლას, მის ფარგლებში ლიკვიდირებულთა რაოდენობამ კი 4540 კაცს მიაღწია



მსგავსი ინფორმაციები