საქართველოში მცხოვრები თურქები არჩევანს დღეს გააკეთებენ

საქართველოში მცხოვრები თურქები არჩევანს დღეს გააკეთებენ

საქართველოში მცხოვრები თურქები  არჩევანს დღეს გააკეთებენ

თურქეთში მიმდინარე წლის 24 ივნისისთვის დანიშნული ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებმა  ხმის მიცემა,  7 ივნისიდან დაიწყეს. 60 ქვეყნის 123 წარმომადგენლობაში თურქებს ხმის მიცემის უფლება 19 ივნისამდე შეეძლებათ.  რამდენიმე ქვეყანაში თურქებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. საქართველოში მცხოვრებ თურქებს კი თურქეთის წარმომადგენლობაში საკუთარი არჩევანის გაკეთება დღეს შეუძლიათ.

თბილისში თურქეთის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე პირველი არჩევანი,  თურქეთის ელჩმა საქართველოში,  ფატმა ჯერენ იაზგანიმ გააკეთა. ელჩმა არჩევანის გაკეთების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქ ამომრჩევლებს საელჩოში და ბათუმის საკონსულოში ადგილობრივი დროით 21:00 საათამდე, ხოლო  სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე  24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ხმის მიცემა. დღეს,  საქართველოში,  თურქეთში ჩასატარებელი ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურა,   თბილის დროით 09:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდება.  

დღეს საქართველოსთან ერთად ასევე  აზერბაიჯანში, ალბანეთში, ირანში, ერაყში, ირლანდიაში, ესპანეთში, ეგვიპტეში, მალტაში, უზბეკეთში, სერბეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იაპონიაში, კოსოვოში, ქუვეითში, მოლდოვაში, სინგაპურში და  ტაილანდში მცხოვრები თურქები გააკეთებენ თავიანთ არჩევანს.

საზღვარგარეთის ქვეყნებში ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ბიულეტენები თურქეთში თვითმფრინავით ან კიდევ დიპლომატიური კურიერით იქნება ჩამოტანილი. საზღვარგარეთის ქვეყნების ხმები 24 ივნისს თურქეთში ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ დაითვლება.



მსგავსი ინფორმაციები