თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს

თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს

თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,  გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ პალესტინელი სამოქალაქოების დასაცავად მიღებული კანონპროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ აშშ კიდევ ერთხელ დამარცხდა. საკითხს პრეზიდენტის პრესსპიკერი,  იბრაჰიმ ქალინიც გამოეხმაურა და საბჭოს გადაწყვეტილება დიდ წარმატებად შეაფასა. ქალინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი პალესტინის სამართლიანობის გვერდში დგომას ყოველთვის გააგრძელებს. მეორეს მხრივ საკითხთან დაკავშრებით საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „საერთაშორისო თანამეგობრობის საღად მოაზროვნე წევრებმა, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენეს, რომ პალესტინელი ხალხი მარტო არ არიან“.  სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულდეს.   



მსგავსი ინფორმაციები