აქტუალური თემის ანალიზი 24.2018

მტკიცე ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ

აქტუალური თემის ანალიზი 24.2018

აქტუალური თემის ანალიზი 24.2018

მტკიცე ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

თურქეთის მიერ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებული ტერორიზმთან ბრძოლის ახალი დოქტრინის ფარგლებში, თურქეთი ტერორთან ბრძოლაში მხოლოდ საკუთარი საზღვრებით არ შემოიფარგლება და ტერორს სათავეში გაანადგურებს. ტერორიზმთან ბრძოლის ახალი დოქტრინის ფარგლებში თურქეთმა ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ საზღვარი დეაშ-ის ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდის შემდეგ აფრინის რეგიონის ტერორისტებისგან გაწმენდა მოახერხა. თურქეთმა ტერორგანიზაცია PKK/YPG-ს წინააღმდეგ ბრძოლა აფრინის შემდეგ კანდილში, სინჯარსა და მანბიჯში გააგრძელა. კანდილზე სამხედრო ოპერაცია თვეების წინ დაიწყო, მანბიჯისთვის აშშ-თან დიპლომატიური პროცესის შედეგად სამოქმედო გეგმა შედგა, სინჯარისთვის კი როგორც დიპლომატიური ასევე სამხედრო ოპერაციები მომზადდა.

 თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენი ნაწილები ტერორისტებისკენ მიიწევენ. ოპოზიციას კიდეც რომ არ უნდოდეს, როგორც აფრინი, ჯერაბლუსი, ალ ბაბი, აზეზი მკვლელთა ბანდებისგან გავწმინდეთ, კანდილშიც ტერორიზმის ჭაობსაც ღმერთის წყალობით ისე ამოვაშრობთ. მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტული ტერორგანიზაციის პოლიტიკური განშტოებების კომპანიონები უკმაყოფილები არიან, ტერორს ამ ქვეყნის დღის წესრიგიდან მთლიანად ამოვიღებთ. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, გუშინ აფრინის ოპერაციის თაობაზე პრეტენზიების გამომთქმელებს, რომლებმაც მსგავსი დღეს კანდილთან დაკავშირებითაც გააკეთეს, არჩევნებზე საკადრის გაკვეთილს ჩავუტარებთ.“   

11 ივნისს პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა: „კანდილი, სინჯარი, იქაც დავიწყებთ ოპერაციას. 20 თვითმფრინავით 14 მნიშვნელოვანი პუნქტი გავანადგურეთ. დაბომბეს და დაბრუნდნენ, ჯერ არ დასრულება კიდევ გაგრძელდება.“ ამ გამონათქვამით ოფიციალურად გამოცხადებული კანდილის ოპერაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და ველზე ოპერაციები თვეების წინ დაიწყო. თურქეთის სპეცდანიშნულების ძალების და კომანდოების ნაწილების მიერ უხმაუროდ წარმოებული ოპერაციით კანდილს 24 კილომეტრით მიუახლოვდნენ და 11 სადამკვირვებლო პუნქტი ააგეს.

თურქეთის ერაყის შიგნით ოპერაცია, მხოლოდ კანდილის კი არა ამავდროულად ტერორგანიზაციის მხრიდან სირიასა და ერაყს შორის გადასასვლელად გამოყენებული სინჯარის რეგიონის PKK-ს და YBŞ-ს მსგავსი ტერორგანიზაციებისგან გაწმენდას ისახავს მიზნად. ერაყის ცენტრალური ხელისუფლებისა და აშშ-ს სინჯარის რეგიონში შესვლის შემდეგ PKK/YBŞ ნაწილობრივ რეგიონიდან გავიდა, თუმცა PKK/YBŞ რეგიონში არსებობას ისევ აგრძელებს.

თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ სამხედრო ოპერაციებით არ შემოიფარგლება. ამავდროულად ინტენსიურ დიპლომატიურ შეხვედრებს აწარმოებს. ერაყის ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩრდილოეთ ერაყის რეგიონალური მმართველობის მიერ ერაყში მიმდინარე ოპერაციებზე სერიოზული რეაქციის არ გამოხატვა თურქული დიპლომატიის წარმატებაა. ასევე სირიაში PKK/YPG-სთან ერთობლივად მოქმედ აშშ-თანაც მანბიჯის რეგიონის საკითხზე ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებები წარიმართა.  

აშშ-სა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების შედეგად ორმა ქვეყანამ სამოქმედო გეგმა შეადგინა. მანბიჯის სამოქმედო გეგმის თანახმად, PKK/YPG-ს ნაწილები მანბიჯის რეგიონიდან ევფრატის აღმოსავლეთში გადავა, თურქეთი, აშშ და საფრანგეთი ერთობლივ სადაზვერვო საქმიანობას ჩაატარებენ და რეგიონში ერთობლივად იმოქმედებენ. ბოლო ეტაპზე კი მანბიჯის რეგიონში ახალი ადგილობრივი მეჯლისი და ახალი თავდაცვის ნაწილების შეიქმნება.

თურქეთის მანბიჯის საკითხზე აშშ-თან წარმოებული დიპლომატიით სამოქმედო გეგმის შედგენა, მხოლოდ მანბიჯით არ შემოიფარგლება. იგი ამავდროულად ევფრატის აღმოსავლეთში არსებული ტერორისტული ელემენტებისთვისაც შესაძლოა მოდელად იქცეს. მანბიჯის სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელებამ შესაძლოა რაკაში, დეირ ეზ ზორში და ტალ აბიადის მსგავს ადგილებშიც ამგვარივე სამოქმედო გეგმის განხორციელებას გაუხსნას გზა, რადგანაც აღნიშნული რეგიონების მოსახლეობა YPG-ს ძალადობით შეწუხებულია.

თურქეთი, რომელმაც ტერორიზმთან ბრძოლის ახალი დოქტრინის ფარგლებში ბევრი წარმატება მოიპოვა, მომდევნო პროცესში კიდევ უფრო მეტი ნაბიჯებით ტერორის პრობლემის აღმოფხვრის ან მინიმუმამდე დაყვანისათვის მნიშნელოვან ნაბიჯებს დგამს. ტერორგანიზაცია  PKK/YPG-ს მიერ ბოლო წლებში ერაყსა და სირიაში შექმნილი ქაოსით სარგებლობისა და გავლენის არელის გაფართოების შემდეგ თურქეთის საზღვრის მიღმა ნაბიჯებმა ტერორგანიზაციის არსებობა შეზღუდა და თურქეთის შიგნით ტერაქტების რაოდენობა შეამცირა. თურქეთი ტერორის სრულად მოსპობისთვის მტკიცე ნაბიჯების გადადგმას ისევ გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები