ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ პროგრამაში

“ფეტულაჰ გულენის უკან აშშ-ი დგას“

ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ პროგრამაში

 

ერდოღანმა წუხელ მონაწილეობა მიიღო ერთ ერთი კერძო ტელევიზიის პოლიტიკურ პროგრამაში და პასუხები გასცა რა მოდერატორების მხრიდან ფეტოს ტერ ორგანიზაციის ლიდერ, ფეტულაჰ გულენთან დაკავშირებით  დასმულ კითხვებს, თქვა, რომ ამ ტერ ორგანიზაციის და მისი ლიდერის უკან აშშ-ი დგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პენსილვანიაში მცხოვრები ამ პუტჩისტის ექსტრადაციას დიდი ხნის წინ მოახდენდნენ.

"ამ კაცს აშშ-ი ეპატრონება და იცავს, მისთვის საცხოვრებლად პენსილვანიაში 4 ჰექტარი მიწა არის გამოყოფილი და უზრუნველად ცხოვრობს ფეშენებლურ ვილაში, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს შეთანხმება კრიმინალების ექსტრადაციის თაობაზე, მაგრამ, მრავალი მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, დღემდე არ გვიბრუნებენ მას, თუ ამერიკას არ აინტერესებს ეს კაცი, მაშინ, რატომ არ გვიბრუნებს?“, ლოგიკური კითხვა დასვა ერდოღანმა.

მისივე თქმით უცხოეთის ქვეყნებიდან დღემდე 83 ფეტოელის ექსტრადაცია მოახდინეს და მათი დაბრუნების პროცესს გააგრძელებენ.

პრეზიდენტი ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK/PYD-YPG-ს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სირიის აფრინის რეგიონში 20 იანვრის აქეთ წარმოებული ზეთისხილის რტოს ოპერაციის ფარგლებში მთლიანობაში ლიკვიდირება გაუკეთეს 4254 ტერორისტს, ჩრდილოეთ ერაყში 10 მარტის აქეთ გაანეიტრალეს 346 და ქვეყნის შიგნით კი 240 სეპარატისტი



მსგავსი ინფორმაციები