ერდოღანმა მისალოცი მესიჯი გაავრცელა

“გულწრფელად ვულოცავ თურქ ხალხს ამ დღეს"

ერდოღანმა მისალოცი მესიჯი გაავრცელა

 

ხვალ, 23 აპრილია, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა წერილობითი მესიჯი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ 1920 წლის 23 აპრილი სიმბოლოა სამშობლოს, დროშის, ენის, რწმენის, თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვისა.

“23 აპრილი, ამავე დროს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის  (პარლამენტის) გახსნის 98 წლისთავი, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეცაა და გულწრფელად ვულოცავ თურქ ხალხს ამ დღეს", ხაზგასმულია ამ მესიჯში.

ამავე მესიჯით, პარლამენტის შექმნა, სრული დამოუკიდებლობის გზაზე კატეგორიულობის მტკიცე მაჩვენებელი იყო მთელი მსოფლიოსათვის და ეს უნიკალური გმირული ეპოპეა შემდგომში შთაგონების წყარო გახდა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოსურნე მრავალი სახელმწიფოსათვის.



მსგავსი ინფორმაციები