ერდოღანმა სტოლტენბერგი მიიღო

განიხილეს აქტუალური საკითხები

ერდოღანმა სტოლტენბერგი მიიღო

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო.

შეხვედრის დროს ძირითადი ყურადღება დაეთმო რა თურქეთ-ნატოს ურთიერთობებს და რეგიონალურ საკითხებს, მათ შორის სირიაში მიმდინარე მოვლენებს,  ხაზი გაესვა ნატოს წევრი ქვეყნების  მხრიდან ყველანაირი ტერორიზმის წინააღმდეგ კატეგორიული ბრძოლის მნიშვნელობას

სტოლტენბერგის თქმით, თურქეთი ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირეს წარმოადგენს. მანვე თურქ პრეზიდენტს მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის შესახებ დეტალური ინფორმაციებიც მისცა

სირიის საკითხზე საუბრისას ერდოღანმა და სოლტენტბერგმა სირიის ადმინისტრაციის მიერ 7 აპრილს ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან შაბათს ჩატარებული საჰაერო ოპერაციასაც დაუთმეს ყურადღება და დაგმეს რა ასადის რეჟიმის ქმედებები, მხარი დაუჭირეს მოკავშირეთა ოპერაციას, აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური



მსგავსი ინფორმაციები