ერდოღან-მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიის კანცლერ,  ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა.  პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა და მერკელმა სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივ ურთიერთობებზე და რეგიონალურ საკითხებზე ისაუბრეს. ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე სირიის რეჟიმის მხრიდან 7 აპრილს ქალაქ დუმაში  ქიმიური იარაღით  განხორციელებული თავდასხმის შემდეგ,  აშშ-ის, ინგლისის და საფრანგეთის მხრიდან სირიაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმაზეც ისაუბრეს. მათ ასევე სირიის ტერიტორიულ მთლიანობაზე და კრიზისის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.  



მსგავსი ინფორმაციები