თურქეთი აფრინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს

თურქეთი აფრინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს

თურქეთი აფრინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ინგლისურ ტელეარხ,  SKY News-სთან  ინტერვიუს დროს აფრინში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციის  მსვლელობისას არცერთი სამოქალაქო არ დაზარალებულა. მისივე თქმით აფრინზე კონტროლი დამყარდა და თურქეთის შეიარაღებული ძალები რეგიონს,  სრული სიმშვიდის დასადგურების შემდეგ დატოვებს. ქალინმა ინტერვიუს დროს, ასადის რეჟიმის მხრიდან აფრინზე კონტროლის აღების  შესახებაც ისაუბრა და დაამატა: „ამჟამად რეჟიმის მხრიდან მსგავს ქმედებას არ ველით. იქ მცხოვრები სამოქალაქოებისთვის  საშიშროებას მხოლოდ,  PYD/YPG-ს ტერორისტები კი არ წარმოადგენდნენ, არამედ რეჟიმის ძალებიც მათთვის საშიშროებაა,  ამიტომ,  ჩვენ აფრინელებს მათგანაც დავიცავთ და ასევე ყოველგვარ დახმარებასაც გავუწევთ.“



მსგავსი ინფორმაციები