აქტუალური თემის ანალიზი 11/2018

თურქეთის საზღვრის მიღმა ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ

აქტუალური თემის ანალიზი 11/2018

აქტუალური თემის ანალიზი 11/2018

აქტუალური თემის ანალიზი 11/2018

თურქეთის საზღვრის მიღმა ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში აფრინის თურქეთთან მოსაზღვრე რეგიონები YPG-ელ ტერორისტებს წაართვეს და მომდევნო ერთ კვირაში ჯინდერესი, რაჯო, შეიხ ჰადიდი და შერანის საცხოვრებელი უბნები ტერორისტებისგან გაწმინდეს. თურქეთის მიერ სასაზღვრო ხაზის გაწმენდით YPG-ელი მილიტანების საჰაერო და მოკლე მანძილიანი რაკეტებით თურქეთის საზღვრებში თავდასხმების მოწყობის აღკვეთა ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ამგვარად აფრინის რეგიონიდან რეიჰანლისა და ქილისის მიმართულებით თავდასხმებიც შეწყდა.

სასაზღვრო რეგიონის აღებით YPG/PKK-ს ამანოსის მთებში შეღწევის მცდელობაც აღიკვეთა. როგორც ცნობილია YPG/PKK აფრინიდან ჰათაიში ამანოსის მთების გამოყენებით იარაღისა და ტერორისტების გადაყვანას ახორციელებდა. შედეგად თურქეთის საზღვრებში აშშ-ს მიერ YPG-სთვის მიცემული ბევრი იარაღის სისტემა იქნა ამოღებული. თუმცა თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მხოლოდ სასაზღვრო უსაფრთხოება კი არა ამავდროულად PKK-ს ტერიტორიაზე ბატონობის აღკვეთა, ფულადი და ადამიანური რესურსების წართმევაც საჭიროა. თურქეთმა „ზეთისხილის რტო“-სა და „ევფრატის ფარი“-ს ოპერაციებით აჩვენა, რომ თავისი საზღვრების გასწვრივ ტერორისტების არსებობას არ დაუშვებს.

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში აფრინი რეალურად ბლოკადაში იქნა მოქცეული. თუმცა თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თავისუფალი სირიის არმიას ჯერ-ჯერობით ქალაქის მიმართულებით თავდასხმა არ დაუწყია. YPG-ელი მილიტანები ცდილობენ სამოქალაქოები ცოცხალ ფარად გამოიყენონ და ხელს უშლიან მათ ქალაქიდან გასვლას. თურქული უპილოტო აპარატებიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სამოქალაქოებს, რომლებიც მანქანებით ქალაქის დატოვებას ცდილობენ, YPG-ელი ტერორისტები ხელს უშლიან. აფრინში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას სურს ქალაქიდან გავიდეს და თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და თავისუფალი სირიის არმიის ძალების მიერ ტერორისტებისგან გაწმენდილ რეგიონებში გაიქცეს, თუმცა YPG/PKK ამას ხელს უშლის. თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და თავისუფალი სირიის არმიის მშვიდობიანი მოსახლეობის საკითხზე სენსიტიურობა სავარაუდოდ, აფრინის ქალაქის ცენტრზე ოპერაციის გვიან დაწყებას გამოიწვევს.      

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-სთან ერთად თურქეთის სამხრეთი საზღვრის ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თურქეთი ერთის მხრივ აშშ-თან ევფრატის დასავლეთით  მდებარე მენბიჩზე, მეორეს მხრივ ერაყში ტერორისტული ელემენტების თაობაზე ერაყის ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აშშ-მა პირობა დადო, რომ მენბიჩის YPG-ს კონტროლის ქვეშ მყოფი სირიის დემოკრატიული ძალებით აღების დროს, დეაშ-ისთვის ქალაქის წართმევის შემდეგ YPG-ელი მილიტანები ევფრატის დასავლეთით გადავიდოდნენ და მენბიჩის რეგიონს არაბები გააკონტროლებდნენ. თურქეთმა ამ წინადადებაზე თანხმობა რეგიონის დეაშ-ისგან გაწმენდისთვის განაცხადა. საბოლოოდ მენბიჩის ოპერაციის შემდეგ უმაღლესი რანგის ამერიკელმა უფლებამოსილებმა განაცხადეს, რომ YPG-მ რეგიონი დატოვა. თუმცა თურქეთმა აღნიშნა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ოპერაცია „ევფრატის ფარი“-ს დროს YPG-ელი ტერორისტების თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თავისუფალი სირიის არმიის ძალებზე თავდასხმით დამტკიცდა, რომ ამერიკის ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს შემდეგ მენბიჩის რეგიონიც YPG-ელი მილიტანებისგან გაწმინდოს.

თურქეთის მტკიცე პოზიციის შემდეგ ამერიკასთან უმაღლესი რანგის კონტაქტები დამყარდა და სამუშაო ჯგუფების შექმნა გადაწყდა. სამუშაო ჯგუფებში აშშ-სა და თურქეთს შორის ხარვეზების აღმოფხვრაზე და თანამშრომლობის გაზრდის ნაბიჯებზე იმსჯელებენ. მენბიჩის კუთხით კი  YPG-ს რეგიონიდან გაყვანა და თურქეთისა და ამერიკის სამხედროების ერთობლივი ნაწილის შექმნა იგეგმება, რომლის მიხედვითაც, თურქი და ამერიკელი სამხედროები მენბიჩში უსაფრთხოებას ერთობლივად უზრუნველყოფენ. თურქეთს ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს შემდეგ შესაძლო მენბიჩის ოპერაციამდე აშშ-თან შეთანხმებით გამოსავლის მოძებნა სურს. აშშ-სთვისაც თურქეთთან შეთანხმებით მენბიჩის საკითხის მოგვარება და რეგიონის ტერორისტული ნაწილებისგან გაწმენდა უფრო ჭკვიანური გზა იქნება, რადგანაც თურქეთს გადაწყვეტილი აქვს რადაც არ უნდა დაუჯდეს მენბიჩი ტერორისტებისგან გაწმინდოს.

ერაყში მყოფ ტერორისტებთან დაკავშირებით კი ერაყის ცენტრალურ მთავრობასთან  ერთობლივი ოპერაციის ჩატარება იგეგმება. მოსალოდნელია, რომ ოპერაცია ერაყში არჩევნების შემდეგ დაიწყება. ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ რომც არ დასრულდეს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ორ სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლის უნარი გააჩნია.  PKK ერაყში ტრადიციულად დუჰოკის, ზაგროსისას და კანდილის ხაზზეა განთავსებული. თუმცა ისევე როგოც სირიაში, PKK-მ დეაშ-ის არსებობით ისარგებლა და კონტროლირებადი და ოპერაციული ტერიტორიები გააფართოვა. PKK ერაყში სინჯარის რეგიონსა და სინჯარის მთაზე მოქმედებს და ამავდროულად რეგიონს ერაყსა და სირიას შორის დასაკავშირებლად იყენებს.

თურქეთი ახალი კონცეფციით ტერორიზმთან ბრძოლას არა საკუთარი საზღვრების შიგნით თავდაცვით არამედ საზღვრის მიღმა სამხედრო ოპერაციით ტერორის წყაროს გაწმენდით ახდენს. დეაშ-ის ოპერაცის „ევფრატის ფარი“-თ ჯერაბლუსის, დაბიქისა და ალ ბაბის რეგიონებში განადგურების შემდეგ ტერორგანიზაციის თურქეთზე თავდასხმები შემცირდა და შეიძლება ითქვას დასრულდა კიდეც. ამავე ფორმით ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს შემდეგ ერაყსა და მენბიჩის YPG-ელი მილიტანებისგან გაწმენდის შემდეგ თურქეთში ტერაქტები შემცირდება. თურქეთი სინამდვილეში საზღვრის მიღმა ოპერაციით არა მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებას, ამავდროულად  საფრთხისგან იცავს.  - წერს   პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკ



მსგავსი ინფორმაციები