თურქეთი აფრინიდან ტერორისტების გაწმენდამდე არ გამოვა

ბოლო მონაცემებით 3525 ტერორისტი ლიკვიდირებულ იქნა

თურქეთი აფრინიდან ტერორისტების გაწმენდამდე არ გამოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის აფრინის რეგიონში ტერორისტების გაწმენდამდე დარჩება.  მან მაის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთ-ერთ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანმა თურქეთის მიერ დაწყებული „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მოწოდებაც გააკრიტიკა და განაცხადა: „ევროპარლამენტი აფრინში ოპერაციის შეჩერებას მოითხოვს, ტყუილად ამის სურვილი არ გქონდეთ. უნდა იცოდეთ, რომ სანამ ჩვენ საქმეს არ დავასრულებთ, იქიდან გამოსვლასაც არ ვაპირებთ.“ ერდოღანმა „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციის ფარგლებში დღემდე ლიკვიდირებულ ტერორისტთა რაოდენობაც დაასახელა და აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით 3525 ტერორისტი ლიკვიდირებულ იქნა.  



მსგავსი ინფორმაციები