ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ში მონაწილე ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფრინის რეგიონში წარმოებულ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ში მონაწილე ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ში მონაწილე ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფრინის რეგიონში წარმოებულ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ში მონაწილე ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაციის დროს ერთი სამხედრო დაიღუპა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი დაღუპული სამხედროს გამო. შეჰიდის მწუხარე ოჯახს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თურქ ერს სამძიმარს ვუცხადებთ.“

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ 20 იანვარს დაწყებული ოპერაციის დროს დღემდე 44 თურქი სამხედრო დაიღუპა.

 



მსგავსი ინფორმაციები