ერდოღანმა ერაყში შესაძლო ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებაზე მინიშნება გააკეთა

ერდოღანმა ერაყში შესაძლო ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებაზე მინიშნება გააკეთა

ერდოღანმა ერაყში შესაძლო ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებაზე მინიშნება გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სოფლის გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში 20 იანვარს დაწყებული, „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 3444 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. „აფრინს ცოტა უფრო დავუახლოვდით. ვიმედოვნებ, რომ აფრინი მალე ბოლომდე დაეცემა. რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე ადვილი არ არის. დასავლეთის მსგავსად,  ჩვენ სამოქალაქოებს არ ვკლავთ. მათ მხოლოდ ალჟირში 5 მილიონი ადამიანი მოკლეს. რუანდაში, ერაყში ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. მათ ჯერ ამის პასუხი აგონ. თურქეთი სამოქალაქოებს რომ არ გაფრთხილებოდა, აფრინი დღემდე უკვე აღებული იქნებოდა,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ აფრინში თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული იარაღის 65%-ი თურქული წარმოებისაა.  მან სიტყვით გამოსვლისას,  სირიის ოპერაციის შემდეგ, ერაყში თავშეფარებული PKK-ს ტერორისტების წინააღმდეგ  ოპერაციის შესაძლო დაწყებაზეც მინიშნება გააკეთა.  



მსგავსი ინფორმაციები