ჩავუშოღლუს აშშ-ში შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს

ჩავუშოღლუს აშშ-ში შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს

ჩავუშოღლუს აშშ-ში შეხვედრა შესაძლოა   გადაიდოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშღლუმ განაცხადა, რომ  19 მარტს აშშ-ში,  მემბიჯის საკითხთან  დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს.  თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფის მეექვსე  შეხვედრაზე მონაწილეობისთვის მოსკოვში მყოფმა ჩავუშოღლუმ დელეგაციის წევრებთან ერთად  თავის რუს კოლეგა, სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ  შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა სირიის საკითხი იყო.  თურქმა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ 19 მარტს აშშ-ში, მემბიჯის საკითხთან  დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრა, ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო შესაძლოა გადაიდოს, მაგრამ  მაიკ პომპეოსთანაც იგივე ფორმატით მუშაობა სურთ.  მან, პრესკონფერენციის დროს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი სირიის ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პლატფორმაზე უჭერს მხარს. იგი თურქეთის,  რუსეთისგან  S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვასაც შეეხო და განაცხადა, რომ S-400-ებს რამდენად მოკლე დროში შეიძენენ,  მით უკეთესი იქნება მათთვის. პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ თავისმა თურქმა კოლეგამ, ანკარა-ვაშინგტონს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით აშშ, სირიაში მუდმივადაც, რომ არ დარჩეს, დიდი ხნით დარჩენის მიზნით ყველა ხერხს იყენებს.



მსგავსი ინფორმაციები