თურქეთი გაეროს გადაწყვეტილებას მიესალმება

ჰამი აქსოიმ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა

თურქეთი გაეროს გადაწყვეტილებას მიესალმება

თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სირიაში ერთ თვიანი „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“   გადაწყვეტილებას  მიესალმება. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: „გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სირიაში განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ გუტაში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, რომელის რეგიონში დაჭრილების და  დაშავებულების დახმარებას შეუწყობს ხელს, მიესალმება.  თურქეთი,  სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერდა რა, ამ თვალსაზრისით,  თურქეთის მხრიდან ქალაქ,  იდლიბში შექმნილი ექვსი სადამკვირვებლო პუნქტი  მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. თურქეთი აღმოსავლეთ გუტასთან დაკავშირებით რეჟიმის მომხრეების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველთვის გმობდა. სამოქალაქო მოსახლეობის შიმშილობით დასჯის მეთოდი  ერთგვარ იარაღად გამოყენება მიუღებელია. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გუშინ მიღებული 2268-ე რეზოლუციის დაუყონებლივ განხორციელებაა საჭირო. თურქეთი,  სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებებს საერთაშორისო საზოგადოებების ზედამხედველობით ყოველთვის გააგრძელებს რა,  ასევე ქვეყნის  ტერიტორიულ მთლიანობას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სამომავლოდაც დაუჭერს მხარს.

მეორეს მხრივ თურქეთის ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სირიასთან დაკავშირებით „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“  გადაწყვეტილება,  თურქეთის მიერ აფრინის რეგიონში წარმართულ ოპერაცია „ზეთისხილის ტრო“-ზე გავლენას არ მოახდენს.



მსგავსი ინფორმაციები