FETÖ/PDY-სა და PKK/KCK-ს ტერ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა

FETÖ/PDY-სა და PKK/KCK-ს ტერ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მტკიცებულებები

FETÖ/PDY-სა და PKK/KCK-ს ტერ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა

 

შესავალი

 ცნობილია, რომ PKK / KCK-ს და FETÖ/PDY-ს ტერორისტული ორგანიზაციების ძირითადი მიზნები ერთმანეთისას არ ემთხვევა, მაგრამ, მათ შორის არის შუალედური მიზნები, რომლებშიც მათი  შეხედულებები და გეგმები ერთმანეთისას ემთხვევა. ეს კარგად გამოჩნდა ჯერ 2013 წლის 17-25 დეკემბრის მოვლენების დროს, როცა FETÖ/PDY-ს ტერ ორგანიზაციამ არა ძალისმიერი მეთოდით სცადა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება, ხოლო ქურთულმა ტერ ორგანიზაცია PKK/KCK-მ კი თურქეთის მთავრობის მიერ დაწყებული ე.წ. სამშვიდობო პროცესი დაბლოკა. ეს მათი ცალ ცალკე ქმედება იყო და ისინი ერთობლივად გამოდიან უკვე 2015 წლის 22 ივლისიდან, როცა  “ხალხის მიერ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული მთავრობის  ლეგალური ან არალეგიტიმური გზით ჩამოგდების მცდელობას დაიწყებენ“ და აქ ორივე ტერ ორგანიზაციის მიზნები გაერთიანდება, თუმცა, როგორც ქვემოთაც იქნება აღნიშნული,  2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის წინაც და მას შემდეგაც მრავალი მტკიცებულებები შეგროვდა, რომლებითაც ამ ორივე ტერ ორგანიზაციის აქტიური თანამშრომლობა დასტურდება, რასაც ქვემოთ დავამტკიცებთ

ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ტერ ორგანიზაციების თანამშრომლობას 2016 წლის 15 ივლისის პუტჩამდე

ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ/PDY-ს და ქურთულ სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK/KCK-ს შორის პირველი შეხვედრა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ერბილში ჩატარებულ ე.წ. აბანტის პლატფორმაზე შემდგარა და ამ შეკრებაზე ქურთ სეპარატისტებს, ე.ი. PKK/KCK-ს თურქეთის დიდი ეროვნული პარლამენტის ქურთი წევრებიც წარადგენდნენ. ჯემაათის (ფეტოელების) და ქურთი სეპარატისტების მეორე შეხვედრა თვე ნახევრის შემდეგ შემდგარა, ხოლო მათ მესამე შეხვედრას ბელგიის, ევროკავშირის და ნატოს დედაქალაქმა ბრიუსელმა უმასპინძლა, რის გამოც ამ ქალაქს თურქებმა ევროპელი ტერორისტების დედაქალაქი უწოდეს

ამჟამად იმრალის კუნძულზე მოქმედი ციხის პატიმარ, ქურთი სეპარატისტების ლიდერ აბდულლაჰ ოჯალანის მიერ დაწერილ წიგნში სახელწოდებით “იმრალის ჩანაწერები“, აღნიშნულია: თურქეთის პარლამენტში შემავალი ქურთული სახალხო დემოკრატიული პარტიის, HDP-ს თანათავმჯდომარე სელაჰეტტინ დემირთაშს, HDP-დან ანკარელი პარლამენტარ სირრი სურეა ონდერსა და აბდულლაჰ ოჯალანს შორის იმრალის ციხეში შემდგარი შეხვედრის საუბრის ჩანაწერში აღნიშნავს:

ს. დემირთაში: ჩვენი წინა შეხვედრის დეტალების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. იგი ისე აღიქვა, თითქოს და ჩვენ ფეტოელებს ვმტრობდეთ ან მათი წინააღმდეგი ვიყოთ. სანამ აქ მოვიდოდით, სირრი ონდერი ფეტოელების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ არ დამალეს თავიანთი აღშფოთება ჩვენი პოზიციის მიმართ

.. ონდერი: დიახ, მე ფეტოელების წარმომადგენელს, ჟურნალისტ ექრემ დუმანლის შევხვდი, რომელმაც არ დამალა პკკ-ას ლიდერთაგანის, ბაჰოზ ერდალის მხრიდან ჯემაათის მიმართ წარმოთქმული მკაცრი უარყოფითი სიტყვები, რომელშიც იგი ამბობს, ვითომცდა ჯემაათი, ე.ი. ფეტოელები მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან შეთანხმებით ერთად გამოვლენ პკკ-ას წინააღმდეგ

. ოჯალანი: ბაჰოზ ერდალმა განცხადება გაავრცელა? ყურადღებით უნდა ყოფილიყო. ამ სამშვიდობო პროცესის პერიოდში ყველანი ძალიან ყურადღებიანნი უნდა ვიყოთ, ენაც და სტილიც უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ჯემაათის შესახებ ნათქვამს. ეგ მასე არ არის. შუა აღმოსავლეთში ჩვენ დემოკრატიული ალიანსის შექმნაც შევთავაზეთ მათ, ხომ ასეა არა? ჩვენ მათთადმი მტრობა არ გაგვაჩნია. გადაეცით ჯემაათელებს, რომ იმათგანი ვარ, ვისაც ყველაზე კარგად ესმის ფეტულაჰ გულენის. უფრო მეტიც, სწორედ მან დაუჭირა მხარი ანკარის მხრიდან ჩვენთან სამშვიდობო პროცესის დაწყებას, ისიც მშვიდობის მომხრეა და მეც. ასე რომ, ჩვენ ჯემაათელებთან  შეგვიძლია ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული  კონსენსუსის მიღწევა“. აი როგორ აფასებენ ქურთი სეპარატისტების ლიდერები ჯემაათთან თანამშრომლობას

ახლა კი შანლიურფას გუბერნიიდან 06.04.2016 წელს ჩატარებული პრეს კონფერენციის ტექსტს გადავხედოთ;

  • სადაზვერვო ინფორმაციებით დგინდება, რომ PKK/KCK-ს ლიდერთაგან ბაჰოზ ერდალს, რომელიც თავს აფარებს ჩრდილოეთ ერაყის კანდილის მთებს, თურქეთში მოქმედი ტერორისტებისათვის, ჰარრანის უნივერსიტეტის სოციოლოგიური ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტ, ქურთული პარტია   HÖDER-ის წევრ ჰ.შ.-გან საიდუმლო წერილი  გაუგზავნია და ეს პირი 02.04.2016 წელს მარდინისკენ მიმავალ ავტობუსში დაუკავებიათ
  • დაკავების დროს ეჭვმიტანილმა სტუდენტმა სცადა ერდალის წერილის გადაყლაპვა, მაგრამ, თურქმა ძალოვანებმა შესძლეს პირის და წერილის უვნებლად აყვანა.
  • შემდგომმა მოკვლევამ დაადგინა ეჭვმიტანილსა და ბაჰოზ ერდალს შორის კავშირები;
  1. ეჭვმიტანილი PKK/KCK-ში პასუხისმგებელი პირი აღმოჩნდა, მასვე ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა ძალადობრივ ღონისძიებებში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის ტერაქტების მითითებებიც გაუცია, სამოქმედო ინსტრუქციები თუ განხორციელებული აქტების თაობაზე შედგენილი აქტები, ოქმები და ანგარიშები კურიერის ხელით გაუგზავნია ზემდგომებისთვის, საჭიროების შემთხვევაში თვთმკვლელური ტერაქტის განმხორციელებელის შესაძლებლობაც ჰქონია
  2. დაკავებული პირი PKK/KCK-ს ტერ ორგანიზაციაში კურიერის მოვალეობაც ჰქონია და თურმე ის ბინა, რომელშიც იგი ცხოვრობდა, FETÖ/PDY-ს კუთვნილი ყოფილა რა, ამ სახლის ჩხრეკის დროს PKK/KCK-ს დოკუმენტები, 5 წიგნი და კიდევ ჯემაათის ლიდერის, ფეტულაჰ გულენის მიერ დაწერილი 77 წიგნი  აღმოჩენილა,
  3. მოკვლევამ ისიც დაადგინა, რომ დაკავებული სტუდენტი კურიერის გარდა, ჯემაათის კუთვნილ სახლში კიდევ 5 კაცი ცხოვრობდა და ისინი ამ სახლში FETÖ/PDY-ს წარმომადგენელმა 5-6 თვის წინ დააბინავა. მათ დაკითხვაზე განაცხადეს, რომ ამ ბინას ხშირად აკითხავდნენ ჯემაათის წარმომადგენლები, რომლებსაც აბის, ე.ი. უფროს ძმას ეძახოდნენ და ისინი გარკვეული დროის განმავლობაში რჩებოდნენ რა ამ სახლში, შემდეგ მიდიოდნენ
  4. PKK/KCK-ს დაკავებულმა კურიერმა  ჰ.შ-მ დაკითხვაზე ასევე აღნიშნა, რომ FETÖ/PDY-ს კუთვნილ სახლში ჯემაათის პასუხისმგებელი წარმომადგენლებიც მოდიოდნენ, რომლებიც დიდხანს არ რჩებოდნენ და რომ ამ პირებს ადრე არ იცნობდა. ეჭვმიტანილის მიერ ჩამოთვლილი ჯემაათის წარმომადგენლები მისი ჩვენების საფუძველზე დაკავებულ იქნენ
  5. ცნობილი თურქი ჟურნალისტი საბაჰატტინ ონქიბარი პუტჩის მცდელობამდე ერთი თვით ადრე, კონკრეტულად კი 08.06.2016 წელს გაზეთ Aydınlık-ის ინტერნეტ გვერდზე აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით, “FETÖ-ს წევრი პოლიციელი და მისი თანამშრომლობა PKK-ს წევრთან”, რომელშიც წერს;
  • “FETÖ-ს წევრი თურქი ძალოვანები ერთის მხრივ საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ PKK-სთან, მეორეს მხრივ შესაძლო ტერაქტების სადაზვერვო ინფორმაციებს აბრკოლებდნენ, რითაც პრევენციული ზომები ვერ იღებოდა და სწორედ ფეტო-პკკ-ას თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა სტამბოლისა და ანკარის ტერაქტები, რომლებსაც ასობით უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ
  • მმართველი პარტიის ბრძოლის მეთოდი FETÖ-ელების წინააღმდეგ არასწორია.
  • ფეტოს წევრი პოლიციელების, პროკურორების და მოსამართლეების წინააღმდეგ ბრძოლაში მათი სამსახურის ადგილების გადანაცვლება არაფერ დადებითს არ მოიტანს, რადგან, ისინი უკვე მანქურთებად არიან გადაქცეულები, ე.ი. ფეტულაჰ გულენის მონა-მორჩილები არიან, ამიტომაც ისინი სამსახურებიდანაც და თანამდებობებიდანაც დაუყონებლივ უნდა გადაყენებულ უნდა იქნენ
  • აშშ-მ და დასავლეთის ქვეყნებმა ერდოღანს უკვე წითელი ხაზი გადაუსვეს, მაგრამ, როცა დაინახავენ, რომ მისი ხელისუფლებიდან გადაყენება ვერ მოხერხდება, მაშინ, ისინი სამხედრო გადატრიალებით მოშორებას  შეეცდებიან და მხარსაც დაუჭერენ ამ გადატრიალებას, როგორც ეს ეგვიპტეში სისის შემთხვევაში მოხდა. ამიტომაც, ერდოღანის ხელისუფლება სერიოზულად უნდა მიუდგეს ფეტოს წევრ ძალოვანებს და კონტროლ ქვეშ აიყვანოს ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო პუტჩი გარდაუვალი იქნება“, 2016 წლის 15 ივლისის პუტჩამდე 1 თვით ადრე წერდა ჟურნალისტი საბაჰეტტინ ონქიბარი

PKK/KCK-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი დურან ქალქანი 27.05.2016 წელს MED NUÇE TV ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს; "ჩვენ სანდო წყაროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ 2016 წლის მაისში ერდოღანს ჩამოაგდებენ და ჩვენს წრეებში ასეთი მოლოდინი არსებობს, მაგრამ, თუ ვის მხრიდან და რა ფორმით მოხდება, ამის შესახებ არაფერი ვიცით" განაცხადა ქალქანმა.

PKK/KCK-საღმასრულებელისაბჭოსთანა თავჯდომარე ჯემილ ბიიქი 03.02.2014 წელს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს; “აშშ-ი აქტიურად თანამშრომლობს ჯემაათთან (ფეტოელებთან) და მათი ხელით ცდილობს ერდოღანის ხელისუფლებიდან მოშორებას, ამ მიზნით ფეტოს წევრი პროკურორები და მოსამართლეები ერდოღანის პარტიის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დავას გახსნიან და ასე მოაწყობენ უსისხლო გადატრიალებას. ამერიკელები ჩვენც გვაძალებენ ფეტოსთან თანამშრომლობას, მაგრამ, ჯემაათელები ჩვენთან კონტაქტების დამყარებას ერიდებიან“

 PKK/KCK-საღმასრულებელისაბჭოსთანა თავჯდომარე ჯემილ ბიიქი 23.12.2014 წელს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს; “ჩვენ ჯემაათელებთან კონტაქტების დამყარება გვსურს, მაგრამ, მათ არ სურთ ჩვენთან კავშირები. თუ ჯემაათთან კონტაქტებს დავამყარებთ, შევეცდებით მათი ნაციონალისტური ხაზიდან დაშორებას და ანტი ქურთული განწყობილების შეცვლას, თუმცა, არა მგონია ისინი დაშორდნენ ნაციონალიზმს“.

PKK/KCK-საღმასრულებელისაბჭოსთანა თავჯდომარე ჯემილ ბიიქი 16.03.2015 წელს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს; “ჯემაათელებმა რამდენიმე თვის წინ PKK-სთან კონტაქტების დამყარების მიზნით კანდილში ჟურნალისტის გამოგზავნა შემოგვთავაზეს, მაგრამ, ჩვენ ეს წინადადება არ მივიღეთ და შევუთვალეთ, რომ სანამ ჯემაათელები ანტი ქურთულ რიტორიკას და განწყობას არ შეცვლიან, სანამ ანკარის მხრიდან ჩვენთან დაწყებულ სამშვიდობო პროცესს მხარს არ დაუჭერენ, მანამდის არ მივიღებთ მათ წინადადებებს და ამ საქმეში უპირველეს ყოვლისა პირდაპირ განცხადებას თვით ფეტულაჰ გულენისგან მოვითხოვთ“   

2015 წლის ივნისში, შანლუირფას პოლიციის უფროსი ეიუპ ფინარბაში სიტყვით გამოვიდა ტერორისტების მხრიდან მოკლული 2 პოლიციელის გასვენების ცერემონიაზე და თქვა, რომ ფეტოს წევრი ძალოვანები დიდ დაბრკოლებას უქმნიან ანტიტერორისტულ ბრძოლას, ისინი სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიან ქურთ სეპარატისტებს, რაც ასუსტებს მათ წინააღმდეგ წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლას

PKK/KCK-ს ლიდერთაგან ზანა აზადი 26.04.2016 წელს Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში წერს; "ყველამ იცის, რომ ფეტულაჰ გულენი არ მომწონს. მაგრამ თურქეთის მმართველი პარტიისა და დეაშის ფაშიზმის დანგრევისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა ქურთული რევოლუციური დაჯგუფებების თანამშრომლობა გულენთან.

მუშის ოლქში, PKK-ს ტერორისტების მხრიდან სამხედრო მანქანაზე განხორციელებული ტერაქტის და 12 სამხედროს დამჭრელი ეჭვმიტანილი ოზჯან ა. ქალაქ ბათმანში დააკავეს. მუშში ჩამოყვანილი ქურთი ტერორისტის მობილურში ფეტოელების მიერ გამოყენებული ByLock-ის სისტემა აღმოაჩინეს რა, ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ფეტოსა და პკკ-ას კავშირები.

ბ) მტკიცებულებები, რომლებიცადასტურებენამტერორგანიზაციებისთანამშრომლობას 2016 წლის 15 ივლისისპუტჩისშემდეგ

PKK/KCK-აღმასრულებელისაბჭოსთანათავჯდომარეჯემილბიიქი23.07.2016 წელსგავრცელებულგანცხადებაშიამბობს; “წარუმატებელი პუტჩის კვალდაკვალ ერდოღანის ხელისუფლება 50-60 ათას, ანდა უფრო მეტ ადამიანს დააკავებს და დააპატიმრებს, გარდა ამისა ფეტულაჰელების ახლობელ-ნათესავებსაც მისწვდებიან. ამის საწინააღმდეგოდ ე.წ. დემოკრატიული ძალები და ქურთული დაჯგუფებები ერდოღანის დიქტატორობის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებენ, ეს ძალები ნუ გეცოტავებათ, მათი რიგები თანდათანობით გაიზრდება, ორგანიზებულ ფორმას მიიღებს და თურქეთში დიდ მოვლენებს ექნება ადგილი

         PKK/KCK-აღმასრულებელისაბჭოსთანათავჯდომარეჯემილბიიქი23.07.2016 წელსგავრცელებულგანცხადებაშიამბობს; “მტკიცება იმისა, რომ გადატრიალების მცდელობა FETÖ-მ გააკეთა, სრულიად ყალბი და ტყუილია, რადგან ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს. ამას ხელისუფლება ფეტოს წევრების ლიკვიდაციისათვის ლეგიტიმური ფორმის მისაცემად აკეთებს, სწორედ ამას ემსახურება პუტჩის ჩახშობის მიუხედავად, ფეტოს კვლავ საფრთხედ გამოცხადებაც და მის საფუძველზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც

         გაზეთ Takvim-ის ინტერნეტ გვერდი 01.08.2016 თარიღიან ნომერში წერს;  “CNN-ის ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში, პირსისხლიანი ფეტულაჰ გულენი, ღალატში პარტნიორ PKK-საც მესიჯს აძლევს და ამ მიზნით, გულენი ინტერვიუს  PKK-სათვის სიმბოლოდ გადაქცეულ, 4 მინარეთიანი მეჩეთის ფონზე აძლევს

გაზეთი Yenişafak-ი 12.02.2018 წელს ინტერნეტ გვერდზე წერს; “ანკარის ცენტრ კიზილაიზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორის, რომელსაც 37 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, პკკ-ას წევრ ვაჰიტ აიჯილის უფროსი და ვალიდე ქუთქუთი ფეტოელების მაჭანკალი ყოფილა, რაც დადასტურებულ იქნა მის მობილურში ჩატვირთული ByLock-ის სისტემაში არსებული მესიჯების გაშიფვრით. ამ მესიჯებით ცნობილი ხდება, რომ ვალიდე ქუთქუთი თავის ქმართან ერთად ფეტოს წევრ დასაქორწინებელ ვაჟებს და ქალებს ერთმანეთს აცნობდნენ და ამასთან მათ შეხვედრასაც უწყობდნენ ხელს. ვალიდე ქუთქუთის პირველი შესვლა ByLock-ის სისტემაში 11.08.2014 წელს ჩანს, ხოლო ბოლო შესვლა კი 17.02.2016 წელს

FETÖ/PDY-ს ლიდერი ფეტულაჰ გულენი 04.02.2018 წლით დათარიღებულ საუბარში თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს რომ; თურქეთში მმართველი ხელისუფლების მოწინააღმდეგე დაჯგუფებებთან და პარტიებთან კავშირი შეკრან და ერდოღანის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამით გულენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურქეთის წინააღმდეგ ახალი ავი ზრახვები აქვს ჩაფიქრებული

ა. დასკვნები

ყველა ზემოთ ჩამოთვლილის ანალიზით იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ფეტოს ტერ ორგანიზაცია FETÖ/PDY-ე, თავის ავი ზრახვების განსახორციელებლად მტკიცე და ფართო, ღია თუ ფარულ კავშირებს დაამყარებს თურქეთში მოქმედ ქურთულ ტერ ორგანიზაცია PKK/KCK-სთან. აი ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის დამალული ურთიერთობების გამომჟღავნების მიზნით სახელმწიფომ შეიმუშაოს აქტიური / წინასწარგანსაზღვრული მიდგომა

         თუ მხედველობაში მიიღება PKK / KCK-ს აღმასრულებელი საბჭოს თანათავმჯდომარის, ჯემილ ბიიქის მიერ 23.07.2016 წელს გავრცელებულ განცხადება, დავინახავთ, რომ FETÖ-სთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ეჭვმიტანილებთან ერთად, მათმა ოჯახის წევრებმაც და სამსახურებიდან განთავისუფლებულების ახლობელ-ნათესავებმაც შეიძლება ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა დაიწყონ.

         ამის პარალელურად კი ფეტოელები ღრმა კონტაქტებს დაამყარებენ ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK/KCK-სწევრებთან და ერთობლივად გამოვლენ თურქეთის მმართველი პარტიისა და პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის წინააღმდეგ. ამ გზაზე კონკრეტული ნაბიჯის სახით კი შეიძლება ყველანაირი დახმარება გაუწიონ ქურთულ  სახალხო რევოლუციურ მოძრაობას სახელწოდებით, HBDH-ს პარტიას

         ფეტოელების და პკკ-ელების ერთობლივად მოქმედების ვარაუდს ისიც აძლიერებს, რომ 15 ივლისის პუტჩის კვალდაკვალ ქურთი სეპარატისტების ლიდერთაგანმა ჯემილ ბიიკმა განაცხადა, რომ ის გამორიცხავს ამ პუტჩის მოწყობა-ორგანიზაციას ფეტულაჰ გულენის და მისი მხარდამჭერების მხრიდან, ე.ი. დაიცვა ფეტოელები 

ამ ორი ტერორისტული ორგანიზაციის ურთიერთობებზე და მომავალში ერთობლივ მოქმედებაზე მყარ გარანტიას იძლევა შანლუირფაში 2015 წლის აპრილში, ძალოვანების მხრიდან იმ სახლის აღმოჩენა, სადაც ერთობლივად ცხოვრობენ და მოქმედებენ FETÖ/PDY-ს და PKK/KCK-ს ტერორისტები

კიდევ ერთი მტკიცებულებაა PKK/KCK-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრ დურან ქალქანის მიერ 27.05.2016 წელს MED NUÇE TV ტელეარხისათვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც იგი ამბობს; "ჩვენ სანდო წყაროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ 2016 წლის მაისში ერდოღანს ჩამოაგდებენ და ჩვენს წრეებში ასეთი მოლოდინი არსებობს, მაგრამ, თუ ვის მხრიდან და რა ფორმით მოხდება ეს, ამის შესახებ არაფერი ვიცით" 

მართლაცდა, ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ/PDY-ს მხრიდან 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, შეიარაღებულმა ქურთულმა ტერ ორგანიზაცია PKK/KCK-მ გააქტიურა შეიარაღებული თავდასხმები თურქ ძალოვანებზე, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის რეგიონებში. ამგვარი თავდასხმითი და აგრესიული სტრატეგიით სეპარატისტები ცდილობენ კვლავ ჩადგნენ საზოგადოების დღის წესრიგში, ხოლო ამის პარალელურად თავდასხმითი საფრთხის შენარჩუნებით, მიზნად ისახავენ თავიანთი მოთხოვნების ცოცხლად შენარჩუნებას   

 

 



მსგავსი ინფორმაციები