ჩავუშოღლუ ლოს ანჟელესშია

აქედან იგი კანადის ქალაქ ვანკუვერში გადავა

ჩავუშოღლუ ლოს ანჟელესშია

 

აშშ-ს ქალაქ ლოს ანჟელესში არა ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ადგილობრივ თურქებთან შეხვედრაზე ძალზედ გააკრიტიკა ვაშინგტონის დამოკიდებულება და პოზიცია ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ-სადმი.

"ფეტოს ტერ ორგანიზაცია რომ თურქი ხალხის და თურქეთის რესპუბლიკის მოაღალატეს და მტერს წარმოადგენს, ამერიკის გარდა მთელმა მსოფლიომ დაინახა. ალბათ მოვა დრო, როცა ამერიკაც მიხვდება თავის შეცდომას. მათ არც ფეტოელები დაგვიბრუნეს, არც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნეს, მოკლედ, არავითარი დახმარება ვაშინგტონისგან ამ საკითხში არ მიგვიღია“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.

იგი თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობებსაც შეეხო და თქვა, რომ ზოგიერთ საკითხებში უთანხმოებების მიუხედავად ისინი სტრატეგიულად მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენენ.

“ყველაზე მეტი უთანხმოება ფეტოელების ექსტრადაციის და ჩრდილოეთ სირიაში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD-სადმი ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარების საკითხებში გაგვაჩნია რა, დიალოგის გზით ვცდილობთ ამ უთანხმოებების დაძლევას“, აღნიშნა თურქმა დიპლომატმა.

სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ამ ორივე ქვეყანაში სტაბილურობის და მშვიდობის აღდგენისათვის ყველანაირ ძალისხმევას იჩენენ.

ლოს ანჟელესში დასრულებული შეხვედრების შემდეგ ჩავუშოღლუ კანადის ქალაქ ვანკუვერში გადავა, სადაც ჩრდილოეთ კორეისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობა და აქვე პირისპირი შეხვედრა ექნება თავის ამერიკელ კოლეგა რექს ტილერსონთან



მსგავსი ინფორმაციები