ნატო-მ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მკაფიო პოზიცია უნდა მიიღოს

ნატო-მ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მკაფიო პოზიცია უნდა მიიღოს

ნატო-მ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მკაფიო პოზიცია უნდა მიიღოს

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნურეთთინ ჯანიქლიმ განაცხადა, რომ NATO-მ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ უფრო მკაფიო ზომები უნდა მიიღოს. მან ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯანიქლიმ ასევე აღნიშნა, რომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს, სირიის ფრთა PYD/YPG-ზე აშშ-ს მხრიდან იარაღის მიწოდებისგან შეშფოთებულები არიან. „ტერ ორგანიზაცია PKK/YPG-ზე მიწოდებული იარაღის სამომავლოდ თურქეთის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობის გამო შეშფოთებული ვართ. მსგავსი ქმედებები ხდება ხანდახან. ამიტომ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ. ასევე  NATO-მაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ უფრო მკაფიო ზომები უნდა მიიღოს“, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. მან ბოლოს ასევე აღნიშნა, რომ ტერორი ყველა ქვეყნის საშიშროებაა.



მსგავსი ინფორმაციები