თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 38/ 2017

ერდოღანის ვიზიტი ყაზახეთში

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 38/ 2017

                   თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 38/ 2017

                              ერდოღანის ვიზიტი ყაზახეთში

          ამ რამდენიმე ხნის წინ, პრეზიდენტი რ.თ ერდოღანი ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა ყაზახეთში. ამ პროგრამაში ადგილს დავუთმობთ ამ ვიზიტს და თურქეთ-ყაზახეთის ურთიერთობებს.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        თურქეთის პრეზიდენტი რ.თ ერდოღანი 8 ივლისს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მეცნიერების და ტექნოლოგიის პირველ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად, ეწვია ყაზახეთს. სამიტის წინ ჯერ შეხვდა ყაზახეთის სახელმწიფო მეთაურს ნურსულთან ნაზარბაევს. განიხილა ფეტოს, დეაშის და სხვა ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა და ინვესტიციების გაზრდის მსგავსი საკითხები.  

        ამჟამად, თურქეთ-ყაზახეთს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. თურქეთის რესპუბლიკა არის ის სახელმწიფო, რომელმაც პირველმა სცნო ყაზახეთის დამოუკიდებლობა. თურქეთ-ყაზახეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობის გარდა, ყაზახეთი არის თურქეთის ევრაზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი.  ორ სახელმწიფოს შორის სტატუსი განისაზღვრა 2009 წელს, ნაზარბაევის თურქეთში ვიზიტისას გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებით.

ასე წარმოიქმნა, ორ ქვეყანას შორის "სტრატეგიული პარტნიორობა" და დაძმობილება.

ყაზახეთ-თურქეთის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ბოლო დროს არის მოსალოდნელი აქტიურობა. ყაზახეთის საგარეო პოლიტიკის აქტიურობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გაეროს უშიშროების საბჭოში მისი დროებითი გაწევრიანებაც.

        თურქული საბჭო, რომლის გენერალური ცენტრი სტამბოლშია, თურქულენოვანი სახელმწიფოების საპარლამენტო ასამბლეა რომლის გენერალური ცენტრი  აზერბაიჯანშია, საერთაშორისო თურქული აკადემია რომლის გენერალური ცენტრი ყაზახეთშია და „თურქსოის“ მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაცია რომლის გენერალური ცენტრი თურქეთშია, კულტურულ და პოლიტიკურ სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ინსტიტუციურ ფარგლებში განმტკიცებაში.

ყაზახეთის და თურქეთის ურთიერთობა ეკონომიკურის გარდა, მოიცავს ამ ინსტიტუტების საქმიანობასაც. 

        ყაზახეთს და თურქეთს შორის არის ძლიერი სამხედრო თანამშრომლობა თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში.  თურქეთი დიდ დახმარებას უწევს ყაზახეთის შეიარაღებულ ძალებს ოფიცრის პერსონალების მომზადებაში. ყაზახეთის თავდაცვის მრეწველობის გასაუმჯობესებლად მუშაობენ თურქეთის თავდაცვის წამყვანი კომპანიები.

ორ სახელმწიფოს შორის, სამხედრო სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება ამ რამდენიმე წლის წინ  „ყაზახეთ-ასელსანის“ ქარხნის გახსნა და რამდენიმე მილიონი დოლარით დაწყებული სავაჭრო ურთიერთოის, დღეს 4 მილიონამდე გაზრდა.                                                რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. სავაჭრო მოცულობის 10 მილიარდ დოლარამდე აყვანა არის ორივე სახელმწიფოს საშუალო ვადიანი მიზანია.

ამ მიზნის მიღწევისთვის ერთ-ერთ შემაფერხებელ საკითხად ითვლება ის, რომ ყაზახეთს და თურქეთს შორის არ არსებობს პირდაპირი ლოგისტიკური კავშირი. ამ პრობლემის მოგვარებისთვის ალტერნატიული გზების და მოსაზრებების ცხოვრებაში გატარება, ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების შემდეგში უფრო განვითარდებას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, ყაზახეთში ვიზიტის დროს გავრცელებულ განცხადებაში, მოკლე ვადაში ვაჭრობის მოცულობის 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე მიანიშნა. ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების კონტექსტში, ხელი მოეწერა ისეთ შეთანხმებებს, როგორიცაა:-„ერთობლივი პროგრამის სამოქმედო გეგმა“, „ახალი სინერგია ერთიანი ეკონომიკის პროგრამა“, “2017-2020 წლებს შორის პერიოდშისამოქმედოგეგმისოქმი“, „თურქეთ-ყაზახეთის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მეათე პერიოდის შეხვედრის ოქმი".

ასე, რომ თურქეთისდაყაზახეთისკომპანიებსშორისხელიმოეწერა 600 მილიონი დოლარის შეთანხმებებს.

8 სექტემბრის შეხვედრაზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელობაზე და მისი განვითარების საჭიროებისთვის ყურადღების გამახვილებისას, ორივე ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის მოვალეობის შენარჩუნებაზეც ისაუბრა და დაამატა, რომ თურქეთი არის ტრანზიტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია განვითარებული ინფრასტრუქტურა.ამისგათვალისწინებითმოვახდინეთურქეთ- ყაზახეთისსატრანსპორტოპოტენციალისერთობლივადგანვითარებისგაგრძელება“-თქვა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა.  

        თურქეთი მდებარეობს აღმოსავლეთის ყველაზე დასავლეთ, დასავლეთის კი, ყველაზე აღმოსავლეთ ნაწილში. გააჩნია, აზიასა და ევროპაში უშუალოდ შესასვლელი კარის ფუნქცია. ყაზახეთი კი, არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, საერთო საზღვრები გააჩნია რუსეთის და ჩინეთის მსგავს ძლიერ სახელმწიფოებთან. ყაზახეთს შეუძლია თურქეთი უზრუნველყოს სხვადასხვა ბაზრებზე მოსახერხებელი გზით შესვლა. ყაზახეთსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო დერეფნების გახსნა მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.

        დღეს, ყაზახეთი და თურქეთი ორი სხვადასხვა სახელმწიფოები არიან, მაგრამ ერთ ერს წარმოადგენენ.

ორი სახელმწიფოს ლიდერს ერდოღანს და ნაზარბაევს გააჩნიათ ხალხის სიძნელეების დანახვის გამოცდილება. ეს თავისებურება ხელს უწყობს პროგნოზირება გაუკეთონ თურქული სამყაროს მოთხოვნილებაზე და მიიღონ ეფექტური  გადაწყვეტილება. თურქეთ-ყაზახეთს შორის მეგობრობა ემყარება საერთო ისტორიასა და კულტურაზე.

ორმხრივი ინტერესების და ურთიერთ პატივისცემის ნიადაგზე, წინამდებარე ეტაპში უფრო განმტკიცდება თურქეთ-ყაზახეთის ურთიერთობები.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის შეფასება...

 



მსგავსი ინფორმაციები