თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 37/ 2017

თურქები ირანში და თურქულის შესახებ მათი მოთხოვნები

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 37/ 2017

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 37/ 2017

თურქები ირანში და თურქულის შესახებ მათი მოთხოვნები

ამ რამდენიმე ხნის წინ, ირანში გამოიცა კანონი, რომელიც კრძალავს სპარსული ენის აქცენტით მოლაპარაკე, არა სპარსი ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეების, მასწავლებლად მუშაობას.  ამ პროგრამაში სწორედ ამ თემასა და ირანში მცხოვრებ თურქებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        ირანის ეროვნულმა განათლების სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ გამოსცა დირექტივა, რომელიც კრძალავს არა სპარსი და სპარსული ენის აქცენტით მოლაპარაკე  ეთნიკური წარმომავლობის პირების მასწავლებლად მუშაობას. 

საერთაშორისო მედიაშიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამინისტროს გამოცემულ ტექსტში ადგილი ეთმობა ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა:-იმ პირებს, რომლებსაც უჭირთ ისეთი სპარსული ასოების სწორად გამოთქმა, როგორებიც არის "Ç, G, J და Q, ვერ იმუშავებენ მასწავლებლად, განსაკუთრებით კი, სპარსული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად. სხვა ხალხებზე მეტად თურქების და არაბებისადმი მიმართულ ამ დირექტივაში, როგორც ჩანს, პედაგოგობა ეკრძალებათ უნაყოფო ქალებსაც. ირანელი თურქების ჩათვლით, დირექტივას პროტესტს უცხადებენ თურქი და არაბული წარმომავლობის ხალხებიც. ირანში მცხოვრებმა თურქებმა სოციალური მასმედიის საშუალებით, შემდეგი სიტყვებით გააპროტესტეს გადაწყვეტილება:-„მე თურქი ვარ და აქცენტით ვლაპარაკობ“.

       საკითხთან დაკავშირებით ირანელი თურქებს ორი მთავარი მიმართულების შეხედულება გააჩნიათ. ერთი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სპარსელების აღიარებული მწერლების და პოეტების უმრავლესობა თურქები იყვნენ. ამ კონტექსტში მაგალითად სახელდება მევლანა ჯელალედდინ რუმი.

ირანელი თურქების უმრავლესობა კი, უმნიშვნელოდ მიიჩნევს ამ თეზისს და აცხადებს, რომ ირანში მცხოვრები თურქები მოითხოვენ თურქულ ენაზე განათლებას და სწავლას.

          თანამედროვე პირობებში, ირანელი თურქები, 30 მილიონიანი მოსახლეობით, სახელმწიფოში, ირანელებთან ერთად ყველაზე ძლიერ ერთობლიობად ითვლებიან. 

თურქებმა, გეოპოლიტიკური პოზიციით, სოციალურ-კულტურული სტრუქტურით, ეკონომიკური ძალით და მოსახლეობის პოტენციალით, წამყვანი როლი ითამაშეს ირანის პოლიტიკურ ცვლილებებში.

          მე-10-ე, მე11-ე საუკუნეებში, თურქ- სელჯუკების ხელისუფლებაში, ოღუზური ტომების აზერბაიჯანში მიგრაციის ტალღამ, რეგიონში თურქების უმრავლესობა წარმოქმნა. მე-15 საუკუნემდე, რეგიონში ილჰანიდების, შემდეგ ქარაკოუნლარების და აქკოიუნლარების პერიოდშიც გაგრძელდა აზიიდან მიგრაციები. აზერბაიჯანელი თურქების სპარსული კულტურით და ლიტერატურით გაცნობაც,  ამ პროცესს ემთხვევა.

მაგრამ ამ პერიოდში უკვე დასრულებული იყო თურქების ისლამიზაციის პერიოდი. ირან-აზერბაიჯანის გეოგრაფია ჯერ არ იყო გადასული შიიზმის კონტროლირების ქვეშ. ამის გამო, აზერბაიჯანი მთლიანად სექტანტურ განწყობაში იყო. 1501 წელს, სეფევიდთა სახელმწიფოს ჩამოყალიბებით, რეგიონის ხალხთა მოწმობა მკვეთრად შეიცვალა.  აზერბაიჯანის ცენტრს დაფუძნებულმა რეჟიმმა, ირანს, მნიშვნელოვანი რეგიონული სიძლიერის თავისებურება შესძინა. ამ დროს მოხდა, სუნიტი უმრავლესობის მოსახლეობისთვის, შიიტური სექტის მიღებინება. შემდგომ წლებში გაბატონებული ავშარების და კაჯარების დინასტიის პერიოდშიც გაგრძელდა თურქული ცნობიერების და შიიტური სექტის მნიშვნელობა. 

 

          რეგიონში მცხოვრები თურქები, საუკუნეების განმავლობაში გარდაიქმნენ, ამ ქვეყნის საზღვრის მიღმა გასასვლელ კარად. უცხოურ ქვეყნებში გახდნენ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლები. დასავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტებში მათ მოახდინეს პირველი სტუდენტების გაგზავნა.

ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანის გეოგრაფიული ტერიტორიის, ირანის ჩათვლით, ოსმანეთის და ცარიზმის რუსეთის მსგავსი, სამი დიდი იმპერიის გადამკვეთ ადგილზე მდებარეობა. სწორედ ამის წყალობით მოახდინეს რეგიონში მცხოვრებმა თურქებმა სამი სახელმწიფოს კულტურული განვითარებისთვის თვალის მიდევნება და საკუთარ საზოგადოებაში ასახვა.

          ირანში, საუკუნეების მანძილზე გაბატონებული თურქული დინასტიის ბატონობის დასრულება მოხდა მეოცე საუკუნის პირველ კვარტალში და მისი ადგილი დაიკავა ფაჰლავიდების პერიოდმა.  ეს იყო ირანელი თურქების თვალსაზრისით მეტად ძნელი პერიოდი. ისინი დაუპირისპირდნენ სხვადასხვა შეზღუდვებს.  ფაჰლავიდების პერიოდში შემოღებულმა გასპარსების იდეოლოგიამ გამოიწვია მათი ვინაობის მოწმობის გამოცვლის და რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლის საჭიროება.  შაჰის პერიოდში აქტიური თურქები, შევიდნენ ისლამური რევოლუციური მოძრაობის წამყვან ჯგუფებს შორის.

თანამედროვე პირობებში კი, გავლენიან როლს ასრულებენ ირანის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. მაგრამ დრო და დრო ირანის  ხელისუფლებასთან კონფლიქტის მიზეზი ხდება ის, რომ სახელმწიფოში თურქული ენა არ არის ოფიციალურ ენად გამოცხადებული და არ ხდება თურქულ ენაზე სწავლა-განათლების მიღება.

არ შეიძლება ირანელი თურქების, რომელიმე სხვა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის სახით დანახვა.                                                  დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში, თურქებმა სერიოზული როლი ითამაშეს ირანის გეოგრაფიის და პოლიტიკური ისტორიის ჩამოყალიბებაში.

სპარსული კულტურა და თურქული კულტურა როგორც ირანში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ურთიერთ ზეგავლენას განიცდიან. ამ ორი უძველესი კულტურის გავლენა ყველა პერიოდშია შესამჩნევი. იმისათვის, რომ ირანში შეხმატკბილებულად და მეგობრულად იცხოვრონ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხებმა,  საჭიროა მათი მოთხოვნების გათვალისწინება და მისდამი ურთიერთ პატივისცემით მიდგომა.

ირანის ხელისუფლებას გააჩნია სახელმწიფო მართვის გამოცდილების ტრადიცია. მშობლიურ ენაზე განათლების მიღება და პრესის თავისუფლება დღევანდელ მსოფლიოში ადამიანის ძირითად უფლებას შორის იკავებს ადგილს. სასარგებლო იქნება ირანის ადმინისტრაციის, თურქულ ენაზე განათლების, პრესის და მაუწყებლობისთვის თავისუფლების საკითხში, თავის ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება. იგი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ირანის, ისე, რეგიონის სტაბილურობაში.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 

 



მსგავსი ინფორმაციები