საგარეო საქმეთა მინისტრი სკოპიეში იფთარის პროგრამას დაესწრო

ჩავუშოღლუ სკოპიეში თურქეთის საელჩოს პატრონაჟით ორგანიზებულ იფთარის პროგრამას დაესწრო

საგარეო საქმეთა მინისტრი სკოპიეში იფთარის პროგრამას დაესწრო

მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ სკოპიეში თურქეთის საელჩოს პატრონაჟით მაკედონიის თურქული სავაჭრო პალატის (MATTO), მაკედონიის თურქული არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირის (MATÜSİTEB) და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ ორგანიზებულ იფთარის პროგრამას დაესწრო.

ჩავუშოღლუ იფთარის პროგრამაზე, რომელსაც მაკედონიის პრეზიდენტი ჯორჯე ივანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი, ასევე მაკედონიის მთავრობის მინისტრები ესწრებოდნენ, მაკედონიაში მცხოვრებ თანამემამულე პოლიტიკოსებს,  მაღალი რანგის ბიუროკრატებს, საქმოსნებსა და პრესის წარმომადგენლებს შეხვდა.

სიტყვით გამოსულმა ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ჰარმონიულად თანაცხოვრება მაკედონიას განსხვავებულს ხდის და დაამატა: „ევროპას, სადაც დღეს ანტიისლამური, ანტიქრისტიანული, ანტისემიტისტური განწყობა, არაშემწყნარებლობა და რასიზმი სწრაფად იზრდება, ვურჩევთ მაკედონიისგან მაგალითი აიღონ.“

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით, მაკედონიას ყველა სფეროში დაუჭერს მხარს და მაკედონიის სტაბილურობა და უსაფრთხოება ევროპისა და ბალკანეთისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტროვმა კი მეგობრებთან ერთად აღნიშნულ პროგრამაზე ყოფის გამო კმაყოფილება გამოხატა და დასძინა: „ჩვენი მოქალეების და სტუმრები დილიდან საღამომდე მარხულობენ, მაგრამ ეს მხოლოდ შიმშილის რიტუალი არ არის, ეს ამავდროულად ჩვენ მოთმინების, ერთგულებისა და სულიერ გრძნობებს გვასწავლის.“

მევლუდ ჩავუშოღლუ გუშინდელი ვიზიტის ფარგლებში მაკედონიის პრეზიდენტმა მიიღო და ასევე პირისპირი შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან.



მსგავსი ინფორმაციები