აქტუალური თემის ანალიზი 25

ტერორი და ორპირების ეპოქა

აქტუალური თემის ანალიზი 25

9 ივნიის ბათმანის ოლქის ქოზლუქის რაიონში ქურთული ტერ ორგანიზაციის წევრები ნაქურდალ ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბით თავს დაესხნენ ამ რაიონის გამგებელს და ეს უკანასკნელი უვნებლად გადარჩა რა, სამაგიეროდ იქვე გამავალ ავტომობილში მჯდომი 22 წლის მუსიკის მასწავლებელი შენაი აიბუკე იალჩინი და 1 ჯარისკაცი დაიღუპნენ.

ინგლისურ ენაზე გამომავალი გაზეთ Daily Sabah-ისა და თურქეთში გამომავალი ერთი ორი სხვა ინგლისურენოვანი მაუწყებლობის გარდა, მათ შორის დასავლურ მედისასაც ერთი სიტყვაც კი არ უთქვიათ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე პედაგოგის დაღუპვის შესახებ, რადგან, ეს საზარელი ტრაგედია პკკ-ას წევრებმა ჩაიდინეს და დასავლეთი ხომ ამ ქურთულ ტერ ორგანიზაციას და მის სირიულ სამხედრო ფრთა YPG-ს მფარველობს. დიახ, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის შუქურა ევროპამ, რომელიც ყოველთვის მხოლოდ ჭკუას ურიგებს სხვას, ხმა არ ამოიღო 22 წლის გოგონას ტერაქტით დაღუპვაზე, არც სამძიმარი გამოუცხადებიათ და არც დაუგმიათ, როცა თავიანთ ქვეყნებში მომხდარი ტერაქტების დროს ხმის ჩახლეჩამდე ყვირიან. აი ამაზეა ნათქვამი, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო. მოკლედ, დასავლეთის ორმაგი სტანდარტი კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჩვენ ამჟამად ორპირების ეპოქაში ვცხოვრობთ

PKK-ა რომ არ ინდობს მასწავლებლებს, პოლიტიკოსებს, ინჟინრებს, მუშებს, დიპლომატებს, მოკლედ არა სამხედროებსაც, ამას უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს. 1984 წლიდან დაიწყო პკკ-ამ თავდასხმები და ტერაქტები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და საერთო ჯამში 50 ათასამდე ადამიანი მოკლეს რა, მათ შორის 150 პედაგოგი იყო. ამით ქურთი სეპარატისტები ერთის მხრივ ცდილობენ ქურთი ბავშვები უსწავლელად დატოვონ, რადგან, უსწავლელების თავიანთ მხარეზე გადაბირება უფრო ადვილია, მეორეს მხრივ სახელმწიფოს ადანაშაულებენ, თავის მოხელეს ვერ იცავსო, მესამეს მხრივ სხვა პედაგოგებს თუ სახელმწიფო მოხელეებს აშინებენ, რათა ქურთების კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არ ჩავიდნენ, მეოთხეს მხრივ, როცა სკოლები უმასწავლებლოთ დარჩება, მთელი მსოფლიოს გასაგონად იყვირებენ, აი, ხომ ხედავთ ანკარა როგორ გვჩაგრავს და მასწავლებლებითაც კი არ უზრუნველყოფს ქურთულ სკოლებსო. სწორედ ამ ჩამოთვლილებს ემსახურებოდა 1994 წლის სექტემბერში, სკოლებში სწავლების დაწყების დღეს,  ქალაქ თუნჯელიში 6 პედაგოგის გატაცება და შემდეგ მოკვლა. თანაც პედაგოგების სიკვდილით დასჯის ცერემონიალის ყურება დააძალეს ადგილობრივ მოსახლეობას, რათა მათში შიშის გრძნობა გამოეწვიათ. ამ ტრაგედიიდან არ იყო გასული 1 თვეც, რომ ტერორისტებმა ახლა ერზრუმში 4 მასწავლებელი მოკლეს. არც იმ დროს ამოუღია ხმა დასავლეთს, ხოლო ახლა კი, იმის გამო, რომ ქურთული ტერორისტული დაჯგუფებები სირიაში და ერაყში DAEŞ-ს ებრძვიან, ამიტომაც თურმე ისინი “კარგი ტერორისტები“ ყოფილან, ხოლო ისინი თუ თურქ სამხედროებს და არა სამხედროებს კლავენ, ეს დასავლეთისთვის არაფერია, ე.ი. კვლავ ორპირობის პირისპირ ვდგევართ   

PKK-ამ უიარაღო სამხედროების მიმართაც გაუგონარი სიმხეცეები ჩაიდინა. 1993 წელს მათ ბინგოლ-ელაზიღის გზაზე დიდი წამებით მოკლეს 33 რიგითი ჯარისკაცი. გასულ წელს ქაისერის ყაზარმაზე განხორციელებული თავდასხმის დროს 13 რიგითი დაიღუპა, 36 დაიჭრა და რაოდენ საკვირველი და დაუჯერებელი არ უნდა მოგეჩვენოთ, ავსტრიაში და გერმანიაში ზოგიერთმა გაზეთებმა ამ თავდასხმების განმხორციელებელ ქურთ ტერორისტებს ქება-დიდება შეასხეს, ხოლო როცა ანკარა ამასთან დაკავშირებით პასუხს ითხოვს, მას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას აწერენ. კი მაგრამ, როდის აქეთ გახდა ტერორისტების ქება და მათი საქმიანობის პროპაგანდა პრესის თავისუფლებად? ახლა წარმოიდგინეთ მსგავსი რამ თურქეთში რომ მოხდეს, ე.ი. პარიზში, ლონდონში თუ ამსტერდამში მომხდარ ტერაქტებს თურქულმა გაზეთებმა რომ ხოტბა შეასხან, რა ქარ-ცეცხლს დაატეხდნენ თავს ანკარას და ცოცხლად ჩაქოლავდნენ. დასავლეთის ორმაგი სტანდარტით მოქმედება და ორპირობა აქაც ცხადად ჩანს

დასავლეთის ასეთი მიდგომა კი ტიპიურია მათი მოარული გამოთქმისა (bon pour l'orient), ე.ი. აღმოსავლეთისთვის ეს გარგია და ეს გამოთქმა მათ ძვალსა და რბილშია შესული. სწორედ ამის გამოა, რომ თუ ტერაქტები მათ ტერიტორიებზე ხდება, სასწრაფოდ იღებენ მკაცრ ზომებს, ხოლო როცა ასეთი ტერაქტები თურქეთში ან სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებში ხდება, იგი უმნიშვნელო მოვლენად აღიქმება. მაგრამ, ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობაშიც ვარდებიან, რადგან, როცა ტერორი მათ ქვეყნებშიც ხდება, მაშინ, ისიც ცხადი ხდება, რომ ამ ქვეყნად არავინ არსად არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და ტერორმა დედამიწის ოთხივ კუთხეს მიაღწია

დასავლელები სეპარატისტი ქურთების მიმართ ისე სიმპათიურად არიან განწყობილნი, რომ მათ თავიანთ ქვეყნებში თავშესაფრებსაც აძლევენ და ანტი თურქული აქციების გამართვაშიც კი ეხმარებიან. უფრო მეტიც, ევროპელები ცდილობენ გაამართლონ PKK-ს და YPG-ს მოქმედებები და ახალი იმიჯი მისცენ მათ. ამისათვის სეპარატისტებს მხოლოდ DAEŞ-თან ადარებენ და მსოფლიოს არასწორ ინფორმაციას აძლევენ, ტერორისტები დაეშელები არიან და არა პკკ-ელები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქურთი ტერორისტები კარგები არიან, რადიკალისტი ისლამისტები ცუდი. ასე რომ, პკკ-ას დასავლელი რუპორები ყველაფერს აკეთებენ, რათა ტერორისტი ქურთები მამა აბრამის ბატკნად გამოიყვანონ, ხოლო მათ წინააღმდეგ მებრძოლი თურქეთი კი დაუნდობელ ქვეყნად. სწორედ ამას ითვალისწინებს ანკარისადმი ზეწოლა ანტიტერორისტულ კანონში ცვლილების შეტანისა და შერბილების თაობაზე, რასაც არაფრის დიდებით არ იღებს თურქეთი, რადგან ტერორისტთა თავდასხმებს მათი შვილები ეწირება და ბოლო უნდა მოეღოს ამ 40 წლიან სისხლისღვრას და ცრემლებს

ყოველ შემთხვევაში ტერორისტების მხრიდან მოკლული მასწავლებლის შესახებ დასავლურ მასმედიაში ინფორმაციების არ ასახვა ძალზედ საშიშია, რადგან, ასეთი ტენდეცია ტერორისტებს ათამამებს და ისინი ახალ ახალ მსხვერპლებს იწირავენ. აი ასე გათამამებულმა ქურთებმა ჯერ ჩრდილოეთ ერაყში შექმნეს ავტონომია და ახლა დამოუკიდებლობას ითხოვენ, ხოლო ამის პარალელურად სირიელი ქურთები უკვე სირიის ჩრდილოეთ ტერიტორიებს აკონტროლებენ და ახლ მათაც სურთ ავტონომია. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია შეწყალების ორგანიზაციაა, რომელიც არ მალავს პკკ-ას არა ადამიანურობას და წერს, რომ ისინი თურქებთან ერთად იმ ქურთებსაც ანადგურებენ, რომლებიც მათ მოქმედებებს არ ეთანხმებიან და არც მათ ინდობენ, კლავენ,  სახლების დატოვებას აიძულებენ, აპატიმრებენ, აწამებენ. მართალია დასავლურ მედიას თავის მკითხველამდე დაჰყავს ასეთი ინფორმაციები, მაგრამ, ისინი ან დომინანტური დისკურსის თემები არ ხდებიან და ამიტომ მალევე ივიწყებენ, ანდა ათასჯერ ნათქვამ ზღაპრად იქცევიან. 

ამასობაში კი ტერორის მსხვერპლი ხდებიან შენაი აიბუკე იალჩინისთანა ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერს აკეთებენ ქურთი ბავშვების განათლებისათვის და მათი ნათელი მომავლისათვის. მათი სულის მოსახსენიებლად და სხვა პედაგოგების უსაფრთხოების დაცვის მიზნით საჭიროა როგორც ტერორიზმთან ბრძოლის გაგრძელება, ასევე მასთან ერთად დასავლური ორპირობისა და თვალთმაქცობის წინააღმდეგ ბრძოლაც, წერს გაზეთ დეილი საბაჰში თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი იბრაჰიმ ქალინი



მსგავსი ინფორმაციები