ევროპის საკალათბურთო ლიგაში მე-17 ტურის მატჩები მოეწყო

ორივე თურქულმა კლუბმა გაიმარჯვა

ევროპის საკალათბურთო ლიგაში მე-17 ტურის მატჩები მოეწყო

 

ევროპის საკალათბურთო ლიგაში, რომლის სპონსორსაც თურქეთის საჰაერო ფლოტი  THY წარმოადგენს, მე-17 ტურის მატჩები მოეწყო. მის ფარგლებში მოთამაშე თურქულმა კლუბმა, სტამბოლის ფენერბახჩე დოღუშმა 80:67 დაამარცხა ესპანური კლუბი ვალენსია და მეხუთე ადგილი შეინარჩუნა.

მეორე თურქულმა კლუბმა ანადოლუ ეფესმა კი სერბეთის კრასნაია ზვეზდა 104:95 დაამარცხა.

ლიგას კვლავ მოსკოვის ცსკა ლიდერობს, რომელმაც ბოლო მატჩში 107:81 დაამარცხა იტალიის ოლიმპია, ხოლო მეორე ადგილს საბერძნეთის ოლიმპიაკოსი იკავებს, რომელმაც ესპანეთის ბასკეთს 86:54 სძლია



მსგავსი ინფორმაციები