თურქეთის ქალთა კალათბურთის ეროვნული ნაკრები მეოთხედ ფინალში ესპანეთს შეხვდება

2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მებრძოლი თურქეთის ქალთა კალათბურთის ეროვნული ნაკრები მეოთხედ ფინალში ესპანეთს შეხვდება

თურქეთის ქალთა კალათბურთის ეროვნული ნაკრები მეოთხედ ფინალში ესპანეთს შეხვდება

2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მებრძოლი თურქეთის ქალთა კალათბურთის ეროვნული ნაკრები მეოთხედ ფინალში ესპანეთს შეხვდება.

ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე თამაშებზე ა ჯგუფის მესამე ადგილზე დამთავრებით მეოთხედ ფინალში გასული თურქეთის ნაკრების მეტოქის ვინაობა, ბ ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ესპანეთმა კანადა 73-60 დაამარცხა, ბ ჯგუფი მეორე ადგილზე დაამთავრა და მეოთხედ ფინალში თურქეთის მეტოქე გახდა.   

თურქეთის ქალთა კალათბურთის ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მეოთხედ ფინალური მატჩი 16 აგვისტოს თურქეთის დროით 20.30 საათზე დაიწყება.

ჯგუფის პირველ ორ შეხვედრაში ავსტრალიასთან და საფრანგეთთან დამარცხებულმა თურქეთის ქალთა კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მომდევნო შეხვედრებში იაპონია, ბელორუსია, ბრაზილია დაამარცხა და მეოთხედ ფინალში გავიდა.  

რიო 2016-ის ქალთა კალათბურთის მეოთხედ ფინალში შემდეგი ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს

ესპანეთი-თურქეთი

ავსტრალია-სერბეთი

აშშ-იაპონია

საფრანგეთი-კანადა


საკვანძო სიტყვები: რიო 2016 , კალათბურთი , სპორტი

მსგავსი ინფორმაციები