ტელაფერში კიდევ ერთი საერთო სასაფლაო აღმოაჩინეს

მასში 15 იეზდის გვამია ჩამარხული

ტელაფერში კიდევ ერთი საერთო სასაფლაო აღმოაჩინეს

 

ერაყში, ქალაქ ტელაფერის მახლობელ სოფელ ქესრ ელ მიჰრაბში ერთი საერთო სასაფლაო აღმოაჩინეს, რომელშიც 15 იეზდია ჩამარხული.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს 15 იეზდი 2014 წელს რადიკალური ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წევრებმა ქალაქ მოსულის მახლობელ სინჯარიდან გაიტაცეს და ტელაფერში ყველა მათგანი მოკლეს რა, ერთ საერთო სასაფლაოში ჩამარხეს.

როგორც ცნობილია, 2014 წელში დეაშელებმა სინჯარში მცხოვრები იეზდების მასიური ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.

ამ ქალაქის განთავისუფლების შემდეგ მთლიანობაში 68 საერთო სასაფლაო აღმოაჩინეს, რომლებშიც 600-ზე მეტი გვამი იყო ჩამარხული.

რეგიონში კიდევ მრავალი ასეთი საერთო სასაფლაოს აღმოჩენას ელიან



მსგავსი ინფორმაციები