აქტუალური თემის ანალიზი 41.2018

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერაყის ქურთული რეგიონალური ადმინისტრაცია

აქტუალური თემის ანალიზი 41.2018

აქტუალური თემის ანალიზი 41.2018

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერაყის ქურთული რეგიონალური ადმინისტრაცია

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

დაახლოებით 6 მილიონიან ერაყის ქურთულ რეგიონალურ ადმინისტრაციაში 3 მილიონზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩეველი 30 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო უბნებზე მივიდა. არჩევნებში მონაწილეობის დონემ დაახლოებით 57% შეადგინა. საარჩევნო პროცესმა საერთო ჯამში მშვიდობიან გარემოში ჩაიარა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში შეიარაღებული პირებისა და ფეშმერგეების ყოფნამ სერიოზული კამათი გამოიწვია. KYB და KDP ერთმანეთს არჩევნების გაყალბებაში, გორანი და ახალი თაობის მოძრაობა კი განსაკუთრებით KYB-ს გაყალბებაში ადანაშაულებს. გაკეთებული ყველა განცხადების მიუხედავად, ერაყის ქურთული რეგიონალური ადმინისტრაციის საპარლამენტო არჩევნები საერთო ჯამში წარმატებით დასრულდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ განცხადა: „კმაყოფილებას გამოვთქვამთ ერაყის ქურთული რეგიონალური ადმინისტრაციის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩავლის გამო. იმედს გამოვთქვამთ, რომ არჩევნების შედეგები სასიკეთო იქნება ერაყის ერთიანობის და მთლიანობის დაცვის და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.“    

არაოფიციალური შედეგების მიხედვით KDP-მ დიდი წარმატება მოიპოვა და ხმების 45% მოაგროვა. KYB კი არჩევნებში დამარცხდა და მან მხოლოდ ხმების 19% მიიღო. მოძრაობა „გორან“მა ხმების 12%, ახალი თაობის მოძრაობამ 8,3%, ისლამურმა პარტიებმა 7% და 5%, ალიანსმა „სერდემ“ კი 1% მიიღეს.  

არაოფიციალური შედეგების მიხედვით, KDP-მ დიდი წარმატება მოიპოვა, ამავდროულად KYB-ს გვერდის ავლით სხვა პატარა პარტიასთან ერთად მთავრობის შექმნის შესაძლებლობა მოიპოვა. ხმების დათვლის პროცესთან ერთად ერაყის პარლამენტში კი საპრეზიდენტო არჩევნები გრძელდებოდა. ერაყის კონსტიტუციის მიხედვით, ქურთებიდან არჩეულმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა, KYB-ს და KDP-ს საერთო კანდიდატის ვერ წარმოდგენამ ორ პარტიას შორის კონკურენცია და კრიზისი გამოიწვია.

KDP-მ პრეზიდენტობის კანდიდატად ფუად ჰუსეინი, KYB-მ კი ბერჰემ სალიჰი დაასახელეს. ერაყის პარლამენტში მეორე ტურის ფარულ კენჭისყრაში 329 დეპუტატიდან მონაწილეობა 272-მა მიიღო. KYB-ს კანდიდატმა ბერჰამ სალიჰმა 219 ხმა მოაგროვა და ერაყის მეოთხე პრეზიდენტი გახდა.  KDP-ს კანდიდატმა ფუად ჰუსეინმა კი მხოლოდ 22 ხმის მიღება შესძლო. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 7 კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მოახერხა საჭირო 220 ხმის მოგროვება. პირველ ტურში ბერჰემ სალიჰმა 165, ფუად ჰუსეინმა 89, დამოუკიდებელმა ქალმა პოლიტიკოსმა სირვე აბდულვაჰიდმა კი 18 ხმა მოაგროვეს.   

საპრეზიდენტო არჩევნებში KYB-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ბერჰემ სალიჰის გამარჯვებას ამავდროულად სავარაუდოა, რომ გავლენა ექნება ერაყის ქურთული რეგიონალური ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკაზეც. ერთსა და იმავე დღეს ჩატარებულ არჩევნებში დიდი წარმატების მომპოვებელ KDP-ს, შიდა პოლიტიკაში KYB-ს წინააღმდეგ უფრო ძლიერი და მკაცრი პოლიტიკის გატარება შეეძლება.  

ამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გავლენას იქონიებს თურქეთ-ექრა-ის ურთიერთობებსა და თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლაზე. ერაყის ქურთული რეგიონალური ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, ერაყის ცენტრალური მთავრობის მკაცრი პასუხით კირკუკის მსგავსი მონაპოვარის დამკარგავ ერაყის ქურთული რეგიონალური ადმინისტრაციის ხელისუფლებას, თურქეთთან ურთიერთობების გამოკეთება სურს. განსაკუთრებით KDP-ს სურს ეკონომიკურ სფეროში თურქეთთან ვაჭრობის გამოცოცხლება. თურქეთის KYB-ს კონტროლის ქვეშ მყოფ სულეიმანიეს აეროპორტზე სანქციების გაგრძელება, თურქეთის KYB-ს მიმართ მიდგომის გამომხატველი მნიშვნელოვანი მონაცემია. KDP-ს არჩევნებში გამარჯვებამ შესაძლებელია, რომ დადებითი გავლენა იქონიოს თურქეთ-ერაყის ქურთული რეგიონალური ადმინისტრაციის ურთიერთობებზე.  

თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის ასპექტში ჩრდილოეთ ერაყში წარმოებული სამხედრო ოპერაციები, PKK-ს ჩრდილოეთ ერაყის გავლით თურქეთში შემოღწევას უშლის ხელს. თურქეთის მიერ ჩრდილოეთ ერაყში PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლა, KDP-ს არჩევნებში გამარჯვებით შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს, რადგანაც KYB-ს და PKK-ს შორის არსებული კავშირი შედარებით უკეთესია, ხოლო PKK-ს და KDP-ს შორის არსებული ურთიერთობები კი შედარებით ცუდია. თურქეთმა ერაყის ქურთულ რეგიონალურ ადმინისტრაციასთან კავშირების გაუმჯობესებასთან ერთად KDP-სგან შესაძლოა PKK-ს მიერ თურქეთის მიმართ შექმნილი საფრთხეების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვოს.

ერაყის არჩევნებიდან თვეების გასვლის მიუხედავად, ერაყის ცენტრალური მთავრობის ვერ შექმნა როგორც ერაყის, ასევე თურქეთისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის, ერაყის ქურთული რეგიონალური ადმინისტრაციის არჩევნების რაც შიძლება მალე მთავრობის შექმნით დასრულება, დადებითი შედეგების მომტანი იქნება ერაყის ქურთული რეგიონალური ადმინისტრაციის, ერაყისა და თურქეთის უსაფრთხოებისთვის. თუ ერაყის ცენტრალური მთავრობაც ჩამოყალიბდება, ერაყში ბევრ პრობლემასთან ბრძოლა უფრო ეფექტურად წარიმართება. 

 



მსგავსი ინფორმაციები