გლობალური პერსპექტივა 33

არა დამარცხებულის ფსიქოლოგიით, არამედ თვითდაჯერებული პოზიციის დაჭერა

გლობალური პერსპექტივა 33

გლობალური პერსპექტივა 33.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

არა დამარცხებულის ფსიქოლოგიით, არამედ თვითდაჯერებული პოზიციის დაჭერა

გასულ კვირეებში დასავლეთის მიმართ სამ პოზიციაზე ვისაუბრეთ, ესენია დანებების, უარყოფისა და გონივრული პოზიცია.

დანებებისა და უარყოფის პოზიცია შესაძლოა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიციად ჩანდეს. ამასთანავე ამ ორ პოზიციას შორის ახლო ურთიერთობაა. დასავლეთში მცხოვრებ მიგრანტებში, მუსლიმებში ორივე პოზიციამ ერთმანეთისთვის შესაძლოა ლეგიტიმურობა წარმოქმნას. საკუთარ ფასეულობებს მთლიანად მოწყვეტილი, საზოგადოებაში დაკარგული, დანებებულის პოზიციის მქონეთათვის უარყოფის პოზიციის დამჭერი ნაწილი შესაძლოა ლეგიტიმაციის წყარო იყოს. საწინააღმდეგოც სწორია. უარყოფის პოზიციის მქონე საზოგადოებისგან მთლიანად მოწყვეტილმა ნაწილმა დანებების პოზიცია შესაძლოა გამოიწვიოს. იმის გამო, რომ ორივე პოზიცია რადიკალურია, მათ ვისაც ეს პოზიციები გათავისებული აქვთ, თითქოს ყოველდღიურად სჭირდებათ ლეგიტიმაცია და სხვების დარწმუნება. ამ პოზიციებს შორის შესაძლოა გარდამავლობაც ანუ დანებების პოზიციიდან უარყოფის და პირიქით გადასვლაც მოხდეს. დანებების და უარყოფის პოზიციის მქონეებს იმ საზოგადოებისათვის, რომელშიც ცხოვრობენ, რაიმე პოზიტიური სარგებლობის მოტანა არ შეუძლიათ.

არა დამარცხებულის ფსიქოლოგიით, არამედ თვითდაჯერებული პოზიციის დაჭერა

დასავლეთში დღეს არა დანებებისა და უარყოფის, არამედ გონივრული და თვითდაჯერებული პოზიციის დაჭერაა საჭირო.  

დასავლურ საზოგადოებებში დანებებისა და უარყოფის წყარო არსებითად საზოგადოებრივი პირობებია. ამასთანავე ხშირად მიგრანტების დანებებისა და უარყოფის პოზიცია იდეოლოგიიდან და კულტურიდან შესაძლოა გამომდინარეობდეს.  

თუ საკითხის მუსლიმების კუთხით მივუდგებით, ისლამის მსგავსი წმ. ადამის შემდეგ ბოლო ადამიანამდე მთელი კაცობრიობის პრობლემების მოგვარების იდეის მქონე რელიგია რამის წინააღმდეგი ვერ იქნება. რამის წინააღმდეგ პოზიციის დაკავება მის ცენტრში მოქცევას ნიშნავს რის წინააღმდეგიც ხარ. ამ საკითხზე  წმ. შუამავლის მექას უმეცარ საზოგადოებასთან ურთიერთობა შესაძლოა გზის მაჩვენებელი იყოს. რადგანაც იმ დროინდელი მექას უმეცარი საზოგადოება კაცობრიობის ყველაზე ღრმა ფსკერზე დაცემული საზოგადოება იყო. წმ. შუამავლის მიერ ამ საზოგადოებასთან დამყარებული კავშირი, უფრო ცუდ ყველა საზოგადოებასთან იდეოლოგიური ურთიერთობებისთვის სამაგალითო იყო. შესაძლოა ვთქვათ, რომ შუამავალმა მექას უმეცარ საზოგადოებასთან სამი სახის კავშირი დაამყარა. ზოგიერთი ქცევა მექას უმეცართა ქმედების მსგავსი იყო. სამოს, წვერსა და მექას უმეცარ საზოგადოების მოქმედებებს შორის განსხვავება არ იყო. შუამავალმა თავისი საქციელით მექის უმეცარი საზოგადოების საქციელი გამოასწორა. მაგალითად წვერი დაამოკლა. ზოგიერთი საქციელით მთლიანად უარყო უმეცარ მექელთა საქციელი. შუამავლის ეს სამგვარი მიდგომა, რომელსაც შესაძლოა ანალიტიკურიც ვუწოდოთ ცხოვრების ყველა სფეროში დღესაც უაღრესად მნიშვნელოვანია.

დანებების პოზიცია ჩვენ საკუთარ თავს დაგვაკარგვინებს. სრულიად უარყოფის პოზიცია ჩვენს ახლგაზრდებს იშიდი-ს მსგავს რადიკალურ მიმდინარეობებთან მიიყვანს. ამ ასპექტში უაღრესად მნიშვნელოვანია ბოლო ოსმალურ სამოქალაქო სამართალში არსებული  წესი „გაკეთება ან არ გაკეთება დანაშული არ არის.“ ეს წესი მიანიშნებს, რომ ცხოვრებაში მთავარი თავისუფლებაა რა, ეს თვალთახედვა დღეს გარკვეულ წრეებში მყოფი დამარცხებულის ფსიქოლოგიის მქონეთათვის მის დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანი ხედვაა.   

თანზიმათის პროცესებში გამოჩენილი რეაქცია ძირითადად რეაქტიულობასა და დანებებას შორის არსებულ მიდგომად მიაჩნიათ. ამ ასპექტში თანზიმათთან დაკავშირებული შეფასება და მიდგომა მხოლოდ იმ პერიოდს არ უკავშირდება. თანზიმათის პროცესის შედეგებს დღესაც ვხედავთ. დღესდღეობით არსებულ პროცესებში უმრავლესად თანზიმათის დროს გამოჩენილის მსგავსი რეაქციები ჩნდება. ცხოვრების მრავალმხრივი ცვლილებების პროცესების წინაშე მუდმივად მაყურებლის როლში ვერ ვიქნები. ეს პროცესები რთული პროცესებია, რომლებიც გავლენას ახდენს პიროვნებებზე, ჯგუფებზე, ორგანიზაციებზე, ქვეყნებზე. ამ პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, როგორც დასავლურ თანამედროვეობის, ასევე დღესდღეობით ევროკავშირის და გლობალიზაციის პროცესებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვით რომ შესაძლებელი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციის ჩამოყალიბება. აქ არ გვისაუბრია გაცნობიერებულად ალტერნატივის შექმნაზე. ზოგიერთ შემთხვევაში ეჭვგარეშეა, რომ ალტერნატივა შეიქმნება, მაგრამ ყოველთვის ალტერნატივის შექმნა ნიშნავს საკუთრი თავის გაუცხოებას და მოვლენების გარეთ დარჩენას.  

ამ ფარგლებში უდნა გავითავისოთ არა დანებებისა ან მთლინად უარყოფის მიმდინარეობა არამედ ანალიტიკური მიდგომა.

სახვა მხრივ ცხოვრება ძალიან რთულად არ უნდა მივიჩნიოთ და მას არ უნდა მოვწყდეთ.

შედეგად, დასავლურ მოვლენებს, ცნებებს, პრობლემებს დამარცხებულის ფსიქოლოგიით კი არა, ჩვენი ფასეულობების საერთო ფარგლებში თვითდაჯერებული პოზიციით უნდა მივუდგეთ. ჩვენი, ხორასანიდან ანატოლიამდე იქედან კი დასავლეთამდე მსვლელობის თავგადასავალიც ეს არის. ჩვენი მსვლელობით თანდათან გაზრდილი თოვლის ზვავივით წინ დახვედრილი ყველა განსხვავება არა შიშის, არამედ სიმდიდრის წყარო იყო. გამოსავალი ისე რთული არ არის როგორც გგონიათ. როგორც წმინდა მევლანას ფარგლის მეტაფორა, ერთის მხრივ საკუთარ ფასეულობებზე დამყარებით მიწაზე მყარად უნდა დავაბიჯოთ, მეორეს მხრივ კი გონების სამყარო გავამდიდროთ და ღია უდნა ვიყოთ ყველა განსხვავებისთვის, რომლებიც ცხოვრებას აადვილებს.

კარგით, მაგრამ მარტო სწორი პოზიციის დაკავება ყველა პრობლემას მოაგვარებს და მიგვიყვანს კი იმ ნაპირთან სადაც უნდა მივიდეთ? ამ თემაზე საუბარს მომდევნო გადაცემებში გავაგრძელებთ.


საკვანძო სიტყვები: გლობალური პერსპექტივა

მსგავსი ინფორმაციები