ასადის რეჟიმმა კვლავ სამოქალაქოები დაბომბა

დაიღუპა 20 კაცი

ასადის რეჟიმმა კვლავ სამოქალაქოები დაბომბა

 

სირიის რეჟიმის კუთვნილმა რუსულმა ბომბდამშენებმა მორიგი საჰაერო რეიდი განახორციელეს იდლიბის დაძაბულობის შემცირების რეგიონში მდებარე ურუმ ელ ქუბრას დასახლებაზე, რომელიც ალეპოს დასავლეთიდან ესაზღვრება და ამ დაბომბვის შედეგად სულ მცირე 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ათობით კი დაიჭრა და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლო მდებარე საავადმყოფოებში.

მიღებული ცნობებით, დაბომბილ ადგილებში მუშაობენ საძიებო და სამაშველო ეკიპაჟები.

ბაშარ ასადმა 26 ივლისს  რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ მისი ამჟამინდელი სამიზნე არის ქალაქი იდლიბი, რადგან, მასში და მის შემოგარენში მცხოვრებ 4 მილიონამდე ადამიანს ტერორისტად აღიარებს.

სირიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილში მდებარე იდლიბი და მისი მიმდებარე პროვინციები სამხედრო ოპოზიციის კონტროლ ქვეშაა და ასტანაში 2017 წლის 4-5 მაისს მიღებული დადგენილებით ეს რეგიონი "დაძაბულობის შემცირების ზონად" გამოცხადდა, მაგრამ რეჟიმის ძალები და ზოგჯერ რუსეთი განაგრძობენ საჰაერო თავდასხმებს ამ რეგიონზე



მსგავსი ინფორმაციები