ერდოღანი ციპრასს შეხვდა

ეს შეხვედრა ბრიუსელში შესდგა

ერდოღანი ციპრასს შეხვდა

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი საბერძნეთის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასს შეხვდა.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტის მეორე დღეს ერდოღანმა განაგრძო ორმხრივი მოლაპარაკებები და მის ფარგლებში საბერძნეთის პრემიერ მინისტრს დახურულ კარს მიღმა შეხვდა რა, მოლაპარაკება 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.

ციპრასმა ბერძენ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ერდოღანთან "რთული, მაგრამ ნაყოფიერი" შეხვედრა ჩაატარა. "მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ ერთი ყველაზე იოლი შეხვედრა, თუმცა მე ამ შეხვედრიდან უფრო იმედიანი გამოვედი, ვიდრე შესვლისას ვიყავი", აღნიშნა მან.

მისივე თქმით, შეხვედრისას ორი ქვეყნის ურთიერთობები მთელი სიგრძე-სიგანით განიხილეს და არსებული სრული პოტენციალის ერთობლივად გამოყენებაზეც გაამახვილეს რა ყურადღება, ამ მხრივ დიალოგის დაწყების მნიშვნელობასაც ხაზი გაუსვეს.

“პრეზიდენტ ერდოღანთან ეგეოსის ზღვაში დაძაბულობის შემცირების საკითში შეთანხმებასაც მივაღწიეთ და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო სიახლე რა, მის ფარგლებში მუდმივი კონტაქტები გვექნება არა მხოლოდ თურქეთის პრეზიდენტთან, არამედ გენშტაბის უფროსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთანაც“ ხაზი გაუსვა ჩიპრასმა



მსგავსი ინფორმაციები