აზერბაიჯან-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯან-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯან-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ელმარ მამედიაროვმა თავის სომეხ კოლეგა, ზოჰრაბ მნაცაკანიანს ნატოს სამიტის ფარგლებში, ბრიუსელში შეხვდა. სომხეთში, სახალხო მოძრაობების შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობის   მხრიდან აზერბაიჯანის წარმომადგენლობასთან გამართული პირველი შეხვედრა გახლდათ, რომელსაც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი  გაცნობა და აზრთა გაზიარება გახლდათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებული პრობლემების მოგვარების ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებებია და სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე მთიანი ყარაბაღის საკითხზეც იმსჯელეს. მეორეს მხრივ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლები სომხეთის და აზერბაიჯანის მხარეს მათ მიერ მომზადებულ სამომავლო გეგმას გადასცემენ.



მსგავსი ინფორმაციები