საქართველოს პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ მან სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნების გუშინდელ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრაზე პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და წევრებს შორის ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა და დაამატა:  " ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები მქონდა." 

კვირიკაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ეფექტური ნაბიჯები გადადგეს, ასევე ბოლო პერიოდში რეგიონში ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკამ ზრდა გააგრძელა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლებაში მყოფმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 7 დღის ვადაში ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურა და კაბინეტის ახალი წევრების სია პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უნდა წარუდგინოს.



მსგავსი ინფორმაციები