აქტუალური თემის ანალიზი 20/2018

ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ახლო აღმოსავლეთში: იერუსალიმი და ერაყის არჩევნები

აქტუალური თემის ანალიზი 20/2018

აქტუალური თემის ანალიზი 20/2018

ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ახლო აღმოსავლეთში: იერუსალიმი და ერაყის არჩევნები

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

 

ახლო აღმოსავლეთში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა განვითარდა. პირველი, აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა, ისრაელის მიერ უიარაღო 60 პალესტინელი დემონსტრანტის მკვლელობადა და 2770 სამოქალაქო პირის დაშავება. მეორე კი ერაყში ჩატარებული არჩევნები. 

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ თელ ავივში მდებარე ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მწვავე რეაქცია გამოხატა. გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე დიდმა უმრავლესობამ აშშ-ს საელჩოს თაობაზე გადაწყვეტილების წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აშშ-მა კი გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ვეტოს უფლება გამოიყენა და ხელი შეუშალა რეზოლუციის მიღებას. მეორე ეტაპზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას თითქმის მთელმა მსოფლიომ დაუჭირა მხარი, თუმცა იმის გამო რომ გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის, აშშ-სთვის ხელის შემშლელი მდგომარეობა არ შეიქმნა, მაგრამ გამოჩნდა, რომ მსოფლიო აშშ-ს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია. თურქეთის მოწვევით საგანგებოდ შეკრებილმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ ტრამპის გადაწყვტილება დაგმო. თითქმის მთელი მსოფლიოს პოზიციის ერთი აშშ-ს ვეტოს წინაშე არაეფექტურობა, აჩვენებს რამდენად მართალია პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის გამონათქვამი „მსოფლიო ხუთზე მეტია.“

ყველაფერი ამის მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და დიდი მცდელობა გამოიჩინა იერუსალიმის ებრაელთა დედაქალაქად გადაქცევის თაობაზე ევანგელისტებს შორის გავრცელებული წინასწარმეტყველების აღსრულებისათვის. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპის კაბინეტში ბევრი ევანგელისტია. დონალდ ტრამპის მიერ საელჩოს გახსნაზე გაგზავნილი მღვდელი კი ცნობილია თავისი რადიკალური ევანგელისტური რწმენით. გასულ დღეებში საელჩოს დონალდ ტრამპის ქალიშვილისა და სიძის მიერ გახსნის დროს პალესტინელები მშვიდობიან აქციას მართავდნენ. ღაზის სექტორში, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ღია საპყრობილეს ჰგავს, პალესტინელებმა ისრაელის საზღვართან ახლოს მშვიდობიანი დემონსტრაციები გამართეს. ღაზელი პალესტინელების წინააღმდეგ ებრაელმა სამხედროებმა უმოწყალოდ ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს, რის შედეგადაც 60 პალესტინელი დაიღუპა, 2770 კი დაშავდა. 

ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულებების დამადასტურებელი ასობით ვიდეოსა და ფოტოს მიუხედავად, აშშ-ს მიერ ჰამასის დადანაშაულება სინამდვილეში აჩვენებს, აშშ ისრაელის საკითხზე რამდენად უტიფარია. აშშ-ს ხელისუფლების თავისუფლად მოქმედების ერთ-ერთი მიზეზი არაბული სახელმწიფოების მიერ პალესტინელთა უფლებების დაცვის მაგიერ საკუთარი ტახტების დაცვისათვის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ღია მხარდაჭერაა. ამიტომაც მსოფლიოს მასშტაბით პალესტინელების უფლებების ყველაზე დიდი დამცველი თურქეთია. თურქეთმა, სადაც დაღუპული პალესტინელების გამო სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა, პარლამენტში ისრაელის ქმედებების დამგმობი ერთობლივი განცხადება მიიღო. ამასთანავე, თურქეთმა აშშ-სა და ისრაელის ელჩები თურქეთში გამოიწვია, თურქეთში ისრაელის ელჩს კი სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვა.    

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი ერაყში გამართული საპარლამენტო არჩევნებია. დეაშ-თან ბრძოლის, მოსულის, ფალუჯას და ანბარის მსგავსი ქალაქების შეტაკებების შედეგად დანგრევის და ჩრდილოეთ ერაყის რეგიონალური მმართველობის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდგომ ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კირკუკისა და სინჯარის მსგავს რამდენიმე საკამათო რეგიონზე კონტროლის დაბრუნების შემდგომ ერაყში გამართული არჩევნები დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო. თუმცა არჩევნებში მონაწილეობის დონემ 44% შეადგინა.

ერაყის არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვან სიებს ერაყის პრემიერის ჰაიდარ ალ იბადის, ერაყის ყოფილი პრემიერის ნური ალ მალიქის, შიიტი ლიდერის მუქთედა ეს სადრის და ჰაშდი შაბის ჯგუფების მონაწილეობით ფათიჰის სიები წარმოადგენდნენ. ამასთანავე არჩევნებზე წინა პლანზე იყო წამოწეული სუნიტი ლიდერის უსამა ენ ნუჯეიფის კოალიცია და შიიტი ლიდერის ამარ ალ ჰექიმის ლიდერობით კოალიცია.

ერაყის არჩევნებში მონაწილე ერაყის ყოფილი პრემიერის ნური ელ მალიქის სია და ჰაშდი შაბის ჯგუფების მონაწილეობით „ფეთიჰი“-ს სია ირანის მომხრედ ფასდება, ჰაიდარ ალ იბადისა და მუქთედა ეს სადრს ამერიკასა და საუდის არაბეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობები აქვთ. ერაყის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისარიატის განცხადებით, მუქთედა ეს სადრის სია პირველ, ფათიჰის სია მეორე, ერაყის პრემიერის ჰაიდარ ალ იბადის სია მესამე, ერაყის ყოფილი პრემიერის ნური ალ მალიქის სია მეოთხე ადგილს დაიკავებს.

არჩევნების შემდეგ ერაყის შიდა პოლიტიკაში ირანის გავლენის შესუსტებაა მოსალოდნელი, რადგანაც ერაყის ყოფილი პრემიერის, ნური ალ მალქის და ჰაშდი შაბის ჯგუფების მონაწილეობით ფატიჰის სიის წევრები, სავარაუდოდ, მთავრობაში ვერ მოხვდებიან. განსაკუთრებით ერაყის სახელმწიფოში ერაყის არმიასთან ერთად მეორე შეიარაღებული ძალის, ჰაშდი შაბის ჯგუფების, ირანის მხრიდან პირდაპირ კონტროლი, ერაყის მომავალი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გამოწვევა იქნება.  

ერაყის არჩევნების შედეგებს, აშშ-ს და საუდის არაბეთის მიერ ირანის ახლო აღმოსავლეთში შეზღუდვის პოლიტიკის ასპექტში თუ განვიხილავთ, შესაძლოა ვისაუბროთ ნაწილობრივ წარმატებაზე, რადგანაც შიიტ ლიდერს მუქთედა ეს სადრს, რომელიც წლების წინ აშშ-ს წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხს მართავდა, ახლა როგორც აშშ-თან ასევე საუდის არაბეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობები აქვს. ამავდროულად ერაყის პრემიერი ჰაიდარ ალ იბადი აშშ-ს მხრიდან დეაშ-ის მიერ მოსულის აღების შემდეგ ქვეყნის სათავეში იქნა მოყვანილი. ბოლო პერიოდში კი იბადი უმაღლესი დონის ვიზიტებით იმყოფებოდა საუდის არაბეთში და იგი ირანის ერაყში გავლენის შესაზღუდად საუდის არაბეთთან და აშშ-თან ერთად მოქმედებისათვის მზად არის.   

ერაყის არჩევნები თურქეთის კუთხით მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში აქვს. რადგანაც თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყის ჩრდილოეთში ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციის უფრო მასშტაბურ ოპერაციად გადაქცევაა მოსალოდნელი. ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ერაყის საზღვრებში ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ერაყ-თურქეთის ურთიერთობების კუთხით.  თურქეთის უსაფრთხოების ძალები, რომლებმაც ტერორგანიზაცია PKK-ს თურქეთის საზღვრებში მოქმედება მინიმუმამდე დაიყვანეს, ამავდროულად ოპერაცია „ევფრატის ფარით“ და „ზეთისხილის რტოთი“ წარმოჩენილ ტერორთან საზღვრის მიღმა ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. 



მსგავსი ინფორმაციები