დაჭრილი პალესტინელებიდან 54 კომაშია

ებრაელი სამხედროების მიერ ღაზის საზღვარზე ჩადენილი მასობრივი მკვლელობების შედეგად დაჭრილებიდან 54  კომაშია

დაჭრილი პალესტინელებიდან 54 კომაშია

ებრაელი სამხედროების მიერ ღაზის საზღვარზე ჩადენილი მასობრივი მკვლელობების შედეგად დაჭრილებიდან 54  კომაშია.

პალესტინის ოკუპაციის დანაშაულების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ იმად ალ ბაზმა ღაზის საავადმყოფო „შიფა“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ებრაელი სამხედროების მიერ ღაზის საზღვარზე დემონსტრანტებისათვის გახსნილი ცეცხლის შედეგად მინიმუმ 3 ათასი პალესტინელი დაიჭრა და მათგან 54 კომაში იმყოფება.

მისივე თქმით, დაჭრილებიდან 1359 ნამდვილი ტყვიით დაიჭრა და მათგან 79 ქალი, 225 ბავშვია. ბაზის განცხადებით, ებრაელმა სამხედროებმა ასევე დაჭრეს 20 ჟურნალისტი და 19 მედიცინის მუშაკი. მანვე პალესტინის სახელმწიფოს მეთაურს მაჰმუდ აბასს მოუწოდა ისრაელს დანაშაულებებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს.  


საკვანძო სიტყვები: პალესტინა , ღაზა , ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები