აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები მოხდა

ზოგიერთი მინისტრები და ვიცეპრემიერები შეიცვალნენ

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები მოხდა

 

 

11 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტად ახლიდან არჩეულმა ილჰამ ალიევმა, გუშინ, ახლად დანიშნული პრემიერმინისტრის, ნოვრუზ მამედოვის შემდეგ დღეს,   განახლებული მინისტრთა კაბინეტიც დაამტკიცა.

ბაქოს მერი ჰაჯიბაბა აბუთალიბოვი პირველი ვიცეპრემიერი გახდა, სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად დაინიშნა ინამ ქერიმოვი, შრომისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრი გახდა საჰილ ბაბაევი, სამირ ნურიევი სახელმწიფო დაგეგმვისა და არქიტექტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, ხოლო როვშან რზაევმა მიგრაციისა და ლტოლვილთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელი მოიპოვა.

ყოფილი ვიცე-პრემიერები აბიდ შარიფოვი, ისმეთ აბასოვი და ელჩინ ეფენდიევი ვეღარ შევიდნენ ახალ კაბინეტში და მათი სავარძლები გადაეცათ იაგუბ ეიუბოვს, ალი აჰმედოვს და ალი ჰასანოვს. დანარჩენმა მინისტრებმა კვლავ შეინარჩუნეს პორტფელები  



მსგავსი ინფორმაციები