მორიგი სარაკეტო თავდასხმები ასადის რეჟიმზე

რაკეტები ესროლეს ჰუმუსის და დუმეირას სამხედრო ბაზებს

მორიგი სარაკეტო თავდასხმები ასადის რეჟიმზე

 

ასადის რეჟიმის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SANA იტყობინება, რომ წუხელ, შუაღამის შემდეგ, ჰუმუსში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა და ჯერ ჯერობით უცნობია თუ ვისი მხრიდან მოხდა ეს თავდასხმა.

ამავე განცხადებით, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შესძლო რაკეტების ცაში გაუვნებელყოფა.

სირიის არმიის განცხადებით კი ასეთივე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა დამასკოში მდებარე დუმეირის სამხედრო საჰაერო ბაზაზე და აქაც რაკეტების უმრავლესობა ჩამოგდებულ იქნა



მსგავსი ინფორმაციები